ოროჩები — ხაბაროვსკის მხარის მკვიდრი მოსახლეობა. ოროჩებს აკუთვნებენ ტუნგუს-მანჯურიულ სამხრეთულ (მანჯურიულ) ქვეჯგუფს.
XIX საუკუნის მეორე ნახევარში ოჩორებს ეკავა ვრცელი ტერიტორია იაპონიის ზღვის სანაპიროზე — დე კასტრიდან ჩრდილოეთით მდინარე ბოტჩის სათავემდის სამხრეთით. აქ იყო ოჩორების 47 მუდმივი დასახლება (გასსა), თითოეულ მათგანში ცხოვრობდა 2-3 ოჯახობა (15-18 ადამიანი). XIX საუკუნის დასასრულს ოროჩები გადასახლდნენ ამურსა და ხუნგარზე. შედეგად ჩამოყალიბდა ხუთი ტერიტორიული ჯგუფი, განსხვავებულნი კულტურის განსაკუთრებულობით: ამურის, ხუნგარიის, ტუმინის, პრიმორიის (ხადინსკაის) და კოპინის.
ამჟამად ოჩორები ცხოვრობენ უმეტესწილად ხაბაროვსკის მხარის სავგავანისა და ვანინის რაიონებში. პატარა ჯგუფი ცოხვოვრობს კომსომოლსკისა და პრიმორისკის მხარეშიც.
1989 წლის სსრკ-ის საყოველთაო აღწერის მიხედვით საქართველოში 1 ეთნიკურად ოროჩი ცხოვრობდა[1].