ოქროს ბურთი 1993

ოქროს ბურთი

რობერტო ბაჯო
წარადგენს France Football
ქვეყანა საფრანგეთი
ადგილმდებარეობა პარიზი
პირველად გადაეცა 28 დეკემბერი, 1993
francefootball.fr/ballon-d-or

ოქროს ბურთი 1993 (ფრანგ. Ballon d'or 1993) — France Football-ის მიერ ორგანიზებული ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად გამართული ოქროს ბურთის 38-ე ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია.

ხმის მიცემის შედეგები გამოქვეყნდა France Football-ის № 2490 გამოცემაში, 1993 წლის 28 დეკემბერს.

ჟიურის შემადგენლობა წარმოდგენილი იყო 30 სპორტული ჟურნალისტისგან უეფა-ს წევრი შემდეგი ქვეყნების საფეხბურთო ასოციაციებიდან: ავსტრია, ალბანეთი, ბელგია, ბულგარეთი, გერმანია, დანია, ესპანეთი, თურქეთი, ინგლისი, ირლანდია, ისლანდია, იტალია, იუგოსლავია, კვიპროსი, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, რუსეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, შვეიცარია, შოტლანდია და ჩეხოსლოვაკია.

ჯილდოს მფლობელი გახდა „იუვენტუსის“ იტალიელი თავდამსხმელი რობერტო ბაჯო, რომელმაც რეკორდული 142 ქულა დააგროვა.

ის გახდა მეოთხე იტალიელი ფეხბურთელიომარ სივორის (1961), ჯანი რივერას (1969) და პაოლო როსის (1982) შემდეგ და „იუვენტუსის“ მეოთხე მოთამაშე — ომარ სივორის (1961), პაოლო როსის (1982) და მიშელ პლატინის (1983, 1984 და 1985) შემდეგ, რომელმაც ეს ჯილდო მოიპოვა. გამოკითხვაში ბაჯოს შემდეგ მეორე და მესამე ადგილებზე დენის ბერგკამპი და ერიკ კანტონა გავიდნენ.[1]

ხმის მიცემის სისტემა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟიურის თითოეულმა წევრმა საკუთარი შეხედულებისამებრ დაასახელა იმ სეზონის ხუთი საუკეთესო მოთამაშე ევროპის საფეხბურთო ლიგებში მოასპარეზე ფეხბურთელებიდან, რიგითობის მიხედვით.

პირველ ადგილზე გასულს ერიცხებოდა 5 ქულა, მეორეს — ოთხი, მესამეს — სამი, მეოთხეს — ორი, ხოლო მეხუთეს — ერთი ქულა.

ამრიგად, ხმის მიცემის ამ სისტემის მიხედვით გათამაშებაში სულ იყო 450 ქულა; მაქსიმუმი, რომელიც ერთ მოთამაშეს შეეძლო მიეღო, იყო 150 ქულა.

მოთამაშე კლუბი ადგილები ქულა
I II III IV V სულ
1 იტალიის დროშა რობერტო ბაჯო იტალიის დროშა „იუვენტუსი“ 26 3 29 142
2 ნიდერლანდების დროშა დენის ბერგკამპი ნიდერლანდების დროშა „აიაქსი“ / იტალიის დროშა ინტერი 1 12 6 5 2 26 83
3 საფრანგეთის დროშა ერიკ კანტონა ინგლისის დროშა „მანჩესტერ იუნაიტედი“ 1 3 3 3 2 12 34
4 ხორვატიის დროშა ალენ ბოქსიჩი საფრანგეთის დროშა „ოლიმპიკი“ / იტალიის დროშა „ლაციო“ 2 6 1 1 10 29
5 დანიის დროშა მიკაელ ლაუდრუპი ესპანეთის დროშა „ბარსელონა“ 1 3 3 1 8 27
6 იტალიის დროშა ფრანკო ბარეზი იტალიის დროშა „მილანი“ 1 3 2 1 7 24
7 იტალიის დროშა პაოლო მალდინი იტალიის დროშა „მილანი“ 3 4 2 9 19
8 ბულგარეთის დროშა ემილ კოსტადინოვი პორტუგალიის დროშა „პორტუ“ 1 3 2 6 11
9 შვეიცარიის დროშა სტეფან შაპუიზა გერმანიის დროშა „ბორუსია“ დორტმუნდი 1 2 2 5 9
უელსის დროშა რაიან გიგზი ინგლისის დროშა „მანჩესტერ იუნაიტედი“ 1 2 2 5 9
11 გერმანიის დროშა ანდრეას მელერი იტალიის დროშა „იუვენტუსი“ 1 1 2 7
12 ნიდერლანდების დროშა რუდ გულიტი იტალიის დროშა „მილანი“ / იტალიის დროშა „სამპდორია“ 1 2 3 6
დანიის დროშა პეტერ შმეიხელი ინგლისის დროშა „მანჩესტერ იუნაიტედი“ 1 1 2 6
ბულგარეთის დროშა ხრისტო სტოიჩკოვი ესპანეთის დროშა „ბარსელონა“ 2 2 4 6
15 საფრანგეთის დროშა ბაზილ ბოლი საფრანგეთის დროშა „ოლიმპიკი“ 1 1 2 5
ნორვეგიის დროშა რუნე ბრატსეტი გერმანიის დროშა „ვერდერი“ 2 1 3 5
17 ბელგიის დროშა ენცო შიფო იტალიის დროშა „ტორინო“ / საფრანგეთის დროშა „მონაკო“ 1 1 2 4
18 ავსტრიის დროშა ანდრეას ჰერცოგი გერმანიის დროშა „ვერდერი“ 1 1 3
ნიდერლანდების დროშა რონალდ კუმანი ესპანეთის დროშა „ბარსელონა“ 1 1 3
ფინეთის დროშა იარი ლიტმანენი ნიდერლანდების დროშა „აიაქსი“ 3 3 3
21 რუსეთის დროშა სერგეი კირიაკოვი გერმანიის დროშა „კარლსრუე“ 1 1 2
იტალიის დროშა დინო ბაჯო იტალიის დროშა იუვენტუსი 1 1 2
ინგლისის დროშა დევიდ პლატი იტალიის დროშა იუვენტუსი / იტალიის დროშა სამპდორია 1 1 2
საფრანგეთის დროშა ფრანკ სოზე საფრანგეთის დროშა „ოლიმპიკი“ / იტალიის დროშა „ატალანტა“ 1 1 2
იტალიის დროშა ჯუზეპე სინიორი იტალიის დროშა „ლაციო“ 1 1 2
26 შვედეთის დროშა ტომას ბროლინი იტალიის დროშა „პარმა“ 1 1 1
შვედეთის დროშა მარტინ დალინი გერმანიის დროშა „ბორუსია“ მენხენგლადბახი 1 1 1
ბელგიის დროშა ჟორჟ გრუნი იტალიის დროშა „პარმა“ 1 1 1
საბერძნეთის დროშა სტილიანოს მანოლასი საბერძნეთის დროშა აეკი ათენი 1 1 1
ირლანდიის დროშა პოლ მაკგრატი ინგლისის დროშა „ასტონ ვილა“ 1 1 1