გოლდენ გეიტის საერთაშორისო ექსპოზიცია (1939-40), მსოფლიო ექსპოზიცია, ჩატარდა სან-ფრანცისკოს, კალიფორნია, ტრეჟერ-აილენდზე და სხვა მიღწევებთან ერთად, ქალაქის ორი ახალაგებული ხიდის აღნიშვნას მიეძღვნა. სან-ფრანცისკო - ოკლენდ-ბეის ხიდი 1936 წელს გაიხსნა, ხოლო გოლდენ გეიტის ხიდი კი 1937 წელს. ექსპოზიცია 1939 წლის 18 თებერვალს გაიხსნა და 29 ოქტომბრამდე გასტანა. 1940 წლის 25 მაისს ის ხელახლა გაიხსნა და 29 სექტემბერს დაიხურა.
ტრეჟერ-აილენდი, სრულიად ბრტყელი, ხელოვნური კუნძული მიმაგრებული ერბა-ბუენას კუნძულთან, სპეციალურად ექსპოზიციისთვის შექმნეს ადგილას, სადაც ბეი-ბრიჯის ოკლენდისა და სან-ფრანცისკოს ფრთები უერთდება ერთმანეთს. ფედერალური მთავრობის მიერ აგებული ტრეჟერ-აილენდი პან-ამერიკენ პასიფიკ რიმის სამსახურის აეროპორტი უნდა გამოხდარიყო. საომარი პირობების გამო ის საზღვაო ფლოტის ბაზად გადაკეთდა, სადაც 1941-97 წლებში აშშ-ის ფლოტი იყო დაბანაკებული.
ექსპოზიციის თემა იყო "წყნარი ოკეანის ლამაზმანი" (Pageant of the Pacific) და მასზე ძირითადად წყნარი ოკეანის მოსაზღვრე ქვეყნების მიერ წარმოებული საქონელი იყო გამოფენილი. თემის ფიზიკურ სიმბოლოს წარმოადგენდა "მზის კოშკი", გიგანტური, 80 ფუტის სიმაღლის წყნარი ოკეანის ქალღმერთი "პაციფიკის" ქანდაკება.