ოქროსფერი მაბუია | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Trachylepis aurata Mabuya aurata | |||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 157291 | |||||||||||
|
ოქროსფერი მაბუია (ლათ. Trachylepis aurata; ან Mabuya aurata) — ქვეწარმავალი სცინკისებრთა ოჯახისა. საშუალო ზომისაა. სხეულის სიგრძე 10,5 სმ აღწევს. წონა 21 გ-მდე. კუდი მეტად მყიფეა. ქერცლი თხელი და სათუთი აქვს. ბინადრობს მთებსა და დაბლობებში. მეტად მოქნილია, სწრაფად დარბის. თავს აფარებს ნაპრალებს. იზამთრებს მღრღნელების სოროში ან ქვიშაში ეფლობა, 40 სმ სიღრმემდე. აქტიურია დღისით. იკვებება მწერებით. კვერცხცოცხლადმშობია.