ოქსენშერნას სასახლე

ოქსენშერნა 2007 წლის მარტში . სტოკჰოლმის სასახლე მარჯვნივ რიქსდაგი ფონად.

ოქსენშერნას სასახლე ჟან დე ლა ვალეს დიზაინით შეიქმნა ძლევამოსილი კანცლერის ალექს ოქსენშერნას დაკვეთით, მის გარდაცვალებამდე სულ ცოტა ხნით ადრე, 1653 წელს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში. დღეს არსებული შენობა მხოლოდ ფრთაა იმხანად ჩაფიქრებული უზარმაზარი სასახლისა, რომელსაც რომაული იერი და დეკორატიულად გამოყვანილი სარკმლები უნდა ჰქონოდა გლუვ კედლებზე. ურბანულ დაგეგმარებასთან შეხამებული სასახლის უკანა ფასადი ქუჩაზე გადიოდა, რომელიც თავის მხრივ, ფასადს პერპენდიკულარულად გასდევდა. ნაგებობა უნიკალურია კარგად შემონახული გარესახის გამო, დეკორაციებისა და ხუთიარუსიანი ბელეტაჟების ჩათვლით, ასევე ინტერიერის, მე-17 საუკუნის დეკორატიული ანჯამების წყალობით. წოდების მიუხედავად, ოქსენშერნას დინასტიას აქ არასდროს უცხოვრია, სასახლე დასრულების შემდეგ მხოლოდ ოფისის როლს ასრულებდა მე-17 საუკუნის დამდეგამდე, როდესაც შენობა შვედეთის ბანკის ექვივალენტმა უწყებამ დაიკავა. სასახლის შენობა მას მერე სახელმწიფოს საკუთრებაში.

ოქსენშერნას სასახლე სტოკჰოლმში