პა-დე-ტრუა (ფრანგ. pas de trois - სამთა ცეკვა < pas - ნაბიჯი, ცეკვა და trois - სამი) — მუსიკალური საცეკვაო ფორმა. ძირითადად პა-დე-დეს სტრუქტურას იმეორებს. ჩვეულებრივ ცეკვავს 2 ქალი და ერთი მამაკაცი (ჩაიკოვსკის "გედის ტბა").
შესაძლებელია ვარიანტებიც - ერთი ქალი და ორი მამაკაცი (ბაიერის "თოჯინათა ფერია"), ან სამი მოცეკვავე ქალი (ადანის "კორსარი").