პაგინაცია (ლათ. pagina — გვერდი) — ნაბეჭდი გამოცემის გვერდების რიგითი ნუმერაცია. გვერდების ნომრების აღსანიშნავად ხმარობენ კოლონციფრებს (გვერდის ზემო ან ქვემო ნაწილში).
პაგინაცია ჰქვია აგრეთვე ნაბეჭდი ნაწარმოების გვერდების რაოდენობას (ცალკე ჩადებული გვერდების, რუკების, დამატებების ჩათვლით).