პავლე შილინგი

პავლე შილინგი
დაბ. თარიღი 5 (16) აპრილი, 1786
დაბ. ადგილი ტალინი[1]
გარდ. თარიღი 25 ივლისი (6 აგვისტო), 1837 (51 წლის)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[1]
დასაფლავებულია სმოლენსკის ლუთერანული სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ეროვნება Baltic Germans
საქმიანობა ინჟინერი, დიპლომატი, გამომგონებელი და ისტორიკოსი
მუშაობის ადგილი პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემია
ალმა-მატერი First Cadet Corps
მამა Ludwig von Schilling
დედა Katharina Charlotte von Cannstadt
ჯილდოები Order of St. Vladimir 4th degree with a bow და ოქროს ხმალი მამაცობისათვის

პავლე შილინგი (დ. 16 აპრილი [ ძვ. სტ. 5 აპრილი], 1786, რიველე (ახლანდელი ტალინი) — გ. 6 აგვისტო [ ძვ. სტ. 25 ივლისი ],1837, პეტერბურგი) — ესტონელი მეცნიერი, გამომგონებელი და დიპლომატი.

პავლე შილინგი დაიბადა თავადაზნაურის ოჯახში ქალაქ რიველეში (ტალინი) 1786 წელს. 1802 წელს პ. შილინგმა დაამთავრა პეტერბურგის პირველი საკადეტო კორპუსი და გენერალურ შტაბში ჩაირიცხა. 1803 წელს შილინგი გადაიყვანეს საგარეო საქმეთა სამინისტროში და სამუშაოდ გაგზავნეს მიუნჰენში, სადაც იგი გაეცნო ელექტროქიმიური ტელეგრაფის გამომგონებელს ს. ზემერინგს.პავლე მონაწილეობდა მის ცდებში. რუსეთში დაბრუნების შემდეგ, 1812 წელს ომის დაწყებისას შილინგმა მუშაობა სამხედრო საქმეში დაიწყო, მან დაამუშავა წყალქვეშა ნაღმის ელექტროდენით აფეთქების მეთოდი.

ელექტორომაგნიტური ტელეგრაფი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პავლე ბევრს მოგზაურობდა სხვადასხვა სახის სამხედრო-დიპლომატიური დავალებების შესასრულებლად შორეულ აღმოსავლეთში და სხვაგან. 1832 წელს პეტერბურგში დაბრუნდა და დაასრულა ელექტრომაგნიტურისრიანი ტელეგრაფის შექმნა. ამავე წელს შილინგმა პირველი ელექტრონული ტელეგრაფის ხაზი გაიყვანა ზამთრის სასახლესა და გზათა სამინისტროს შენობას შორის.

მსოფლიოში დიდი გამოხმაურება ჰქონდა პავლეს ელექტრომაგნიტურ ტელეგრაფს. მანვე შექმნა იზოლირებული სადენები. 1827 წელს შილინგი აირჩიეს პეტერბურგის აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. მსოფლიოში ტელეგრაფის სადენები გაყვანილ იქნა პავლე შილინგის გარდაცვალების შემდეგ 1839 წლის 7 აგვისტოს.

პავლე შილინგი გარდაიცვალა 1837 წელს პეტერბურგში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]