პანკის მოდა — პანკ სუბკულტურის ჩაცმულობის, ვარცხნილობის, მაკიაჟის, სამკაულისა და სხეულის მოდიფიკაციების სტილი. პანკი მოდის ფართო სპექტრს მოიცავს, ვივიენ ვესტვუდის დიზაინებიდან დაწყებული ჩრდილოეთამერიკული ჰარდქორის დაუდევარი ჩაცმულობის სტილით დამთავრებული. პანკის მოდაზე გავლენა მოახდინა სხვადასხვა სუბკულტურებისა და ხელოვნების მიმართულებების განსაზღვრულმა სტილმა, მათ შორისაა გლემ-როკი, სკინჰედებისა და მოდის სუბკულტურა. ხშირად პანკები ჩაცმულობას, როგორც საკუთარი პოზიციის გამოხატვის საშუალებას, იყენებენ.[1]
პანკის მოდის ელემენტები გვხვდება ცნობილი დიზაინერების ნამუშევრებში, მათ შორის არიან ანა სუი,[2][3] ვივიენ ვესტვუდი და ჟან-პოლ გოტიე.