პანკრატი ტავრომენელი | |
---|---|
პანკრატი ტავრომენელის წამება (ათონი, დიონისიატი. 1547 წ.) | |
დაიბადა |
I საუკუნე ანტიოქია |
გარდაიცვალა |
40 Taormina |
ხსენების დღე | 9 ივლისი |
მოღვაწეობა | კათოლიკე მღვდელი |
ეპისკოპოსი პანკრატი ტავრომენელი, პანკრატი ანტიოქიელი (ძვ. ბერძნ. Ὁ Ἅγιος Παγκράτιος ὁ Ἱερομάρτυρας Ἐπίσκοπος Ταυρομενίας — „წმინდა მღვდელმოწამე პანკრატი, ტავრომენელი ეპისკოპოსი“; I საუკუნე) — მღვდელმოწამე, წმინდა პეტრე მოციქულის მოწაფე, ტავრომენელი ეპისკოპოსი. მართლმადიდებელ ეკლესიაში, მისი ხსენების დღეებია: 22 თებერვალი და 22 ივლისი.
პანკრატის მშობლები იყვნენ ანტიოქიიდან. მამამისი ჯერ კიდევ იესო ქრისტეს ჯვარცმამდე იყო ქრისტეს მოძღვრების მიმდევარი, რომელიც მთელ თავის ოჯახთან ერთად ანტიოქიაში მოინათლა.
მშობლების გარდაცვალების შემდეგ ეწეოდა განმარტოებით ცხოვრებას. კილიკიაში ტავრომენიის ეპისკოპოსად ხელდასხმულ იქნა პეტრე და პავლე მოციქულების მიერ.
მისი ცხოვრების აღწერის მიხედვით, მას ეკუთვნის ტაორმინაში პირველი ტაძრის აგება და ქალაქის ქრისტიანობაზე მოქცევა. განრისხებულმა კერპტთაყვანისმცემლებმა, რომლებმაც ვერ აიტანეს მის მიერ ქრისტიანობი გავრცელება ქვებით ჩაქოლეს.
მისი წმინდა ნაწილები ინახება რომში მისი სახელობის ეკლესიაში.
თანამედროვე ტაორმინაში არის მისი სახელობის ტაძარი.
„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ წმინდა პანკრატი მოხსენიებულია წმინდა ბაგრატად.