პანჩა ტატტვა (სანსკ: პან'ჩა ნიშნავს „ხუთს“ და ტატტვა „ჭეშმარიტებას“ ან „რეალობას“) გაუდია ვაიშნავას ტრადიციაში აღნიშნავს ღმერთის ან აბსოლუტური ჭეშმარიტების ხუთ კონკრეტულ ასპექტს.
მიჩნეულია რომ ღმერთის (კრშნა) ეს ხუთი განსახიერება XV ს-ში ხუთი ადამიანის სახით დედამიწაზე ინკარნირდა: ჩაიტანჲა მაჰაპრაბჰუ, ნიტჲანანდა პრაბჰუ, ადვაიტა აჩარჲა, გადადჰარა პანდიტა და შრივასა თჰაკურა. მათ შესანიშნავად გაავრცელეს ჰარე კრშნა მანტრა და კრშნას ერთგულების პრაქტიკა (ბჰაკტი) მთელ ინდოეთში.
„ქედს ვუხრი უფალ კრშნას, რომელიც ჩნდება ერთგულად (უფალი ჩაიტანჲა), მის პიროვნულ ექსპანსიად (შრი ნიტჲანანდა), მის ინკარნაციად (შრი ადვაიტა), მის ერთგულად (შრი შრივასა) და მის ენერგიად (შრი გადადჰარა) და რომელიც არის ერთგულთა ძალის წყარო.“ (ჩაიტანია ჩარიტამრტა) Adi 1.14 დაარქივებული 2007-03-12 საიტზე Wayback Machine. )
გაუდიას ტრადიციაში მანტრა ფორმირდა პანჩა ტატტვას ხუთი წევრის სახელებისგან, წარმოითქმება ან იმღერება ერთგული თაყვანისცემის სახით ან მედიტაციით (ჯაპა). მიმდევრები მიიჩნევენ, რომ კალი იუგაში ყველაზე გულმოწყალე მანტრაა .