პაოლო დე მატეისი | |
---|---|
ავტოპორტრეტი | |
დაიბადა | 9 თებერვალი, 1662 |
დაბადების ადგილი | პიანო ვეტრალე |
გარდაიცვალა | 26 იანვარი, 1728 |
გარდაცვალების ადგილი | ნეაპოლი, იტალია |
ეროვნება | იტალიელი |
მიმდინარეობა | ბაროკო |
ჟანრი | პორტრეტი |
მასზე გავლენა მოახდინა |
ფრანჩესკო დი მარია ლუკა ჯორდანო |
პაოლო დე მატეისი (დ. 9 თებერვალი, 1662, პიანო-ვეტრალე — გ. 26 იანვარი, 1728, ნეაპოლი) — ბაროკოს პერიოდში მოღვაწე იტალიელი მხატვარი.
დაიბადა პიანო-ვეტრალეში, ამჟამად სალერნოს პროვინციაში, ხოლო გარდაიცვალა ნეაპოლში. სწავლობდა ფრანჩესკო დი მარიასთან ნეაპოლში, მოგვიანებით კი ლუკა ჯორდანოსთან. 1702-1705 წლებში მუშაობდა პარიზში, კალაბრიასა და გენუაში. ამის შემდეგ იგი დაბრუნდა ნეაპოლში. ამ პერიოდში იგი ასრულებდა დეკორატიულ სქემებს ნეაპოლის ეკლესიებში, მან ამ პერიოდში არაერთი ეკლესია მოხატა, მათ შორის ჯესუ ნუოვო. 1723-1725 წლებში იგი ცხოვრობდა რომში, სადაც რომის პაპ ინოკენტი XIII-საგან დავალება მიიღო. მისი მოსწავლეები იყვნენ: იგნასიო დე ოლივიერა, ბერნანდეს პერესი, ჯუზეპე მასტროლეო, ჯოვანი პანდოცი,[1] ნიკოლას დე ფილიპსი[2] და სარნელის ოჯახის წევრები: ფრანჩესკო, ჯენარო, ჯოვანი და ანტონიო.