პასანგ ლამუ შერპა აკიტა (დ. 1984) — ნეპალელი შერპა ალპინისტი. პირველი ნეპალელი ქალი, რომელიც ნეპალში გახდა ალპინიზმის ინსტრუქტორი და ერთ-ერთი პირველი ნეპალელი ქალი, რომელმაც მწვერვალი K2 დალაშქრა.[1] 2016 წელს, National Geographic-ის მიერ წლის ავანტიურისტად დასახელდა[2][3] და გადაეცა 45-ე საერთაშორისო ალპური სოლიდარობის ჯილდო იტალიის ქალაქ, პინზოლოში.
2006 წელს, აკიტა გახდა პირველი ქალი, რომელიც ავიდა გოსუმ II-ზე.[4] 2007 წელს, ავიდა ევერესტზე,[5] 14 წლით ადრე მისივე სეხინია, პასანგ ლამუ შერპა, გახდა პირველი ნეპალელი ქალი რომელიც ევერესტზე ავიდა, თუმცა გზაში გარდაიცვალა.[6][7]
2014 წელს, ნეპალელი ალპინისტებისგან შემდგარმა სამქალიანმა გუნდმა, ისტორიაში პირველად დალაშქრა K2, რომლის შემადგენლობაშიც აკიტა შედიოდა.[8] აკიტასთან ერთად ასვლა მაია შერპა და დავა იანგზუმ შერპა; ისინი შეიოდნენ შედარებით დიდი ექსპედიციის გუნდში სადაც მათთან ერთად მამაკაცებიც იყვნენ.[9]
2013 წელს, აკიტა შეუერთდა Nomads Clinic-ის, სამედიცინო სერვისს ჰიმალაის შორეული რეგიონებისთვის. 2015 წლის აპრილში ნეპალში მომხდარი მიწისძვრის ცენტრში, ის მოხალისეობრივად შეუერთდა სამედიცინო დახმარების ცენტრს, აკიტა ეხმარებოდა უსახლკაროებს თავშესაფრის აშენებაში და მათ ამარაგებდა საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთებით, კოორდინაციას უწევდა დაზარალებურებს და მათთვის მოაწყო სამედიცინო დახმარების ცენტრი.[10] აკიტა ხელს უწყობს განათლების ფონდის განვითარებას, რომლის მთავარი მიზანიც ნეპალელი ქალების განათლების დონის ამაღლებაა.[11]
აკიტა დაიბადა ხუმჯუნგში და გაიზარდა ლუკლაში. მამამისი გარდაიცვალა როდესაც ის ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო, ის და მისი და დაობლდნენ მას შემდეგ რაც დედამისი გარდაიცვალა, როდესაც აკიტა 15 წლის იყო. საცხოვრებლად კატმანდუში გადავიდნენ სადაც მიიღო საშუალო განათლება და მუშაობა დაიწყო მთამსვლელად. ოთხი წლის შემდეგ, აკიტამ ჩააბარა კონრად ანკერის ხუმბოს ალპინისტთა ცენტრში. აკიტამ მთამსვლელის დიპლომი აიღო სათხილამურო და მთამსვლელობის სკოლაში (ENSA), ჩამონში.
მისი ოჯახი ფლობს რესტორანს ლუისვილში, სადაც ის შეთავსებით მუშაობდა მთამსვლელობის ექსპედიციებს შორის.[12]
მისი პირველი სახელი, პასანგი, ნეპალური სიტყვაა და პარასკევს ნიშნავ, ის სწორედ ამ დღეს დაიბადა.[13] მას სრული სახელი დაარქვეს ადრინდელი პასანგ ლჰამუ შერპას, პირველი ნეპალელი ევერესტზე ასული ქალის, საპატივსაცემოდ, რომელსაც იგი სამაგლითო ადამიანად უყურებს. გვარი, აკიტა, მომდინარეობს მისი მეუღლისგან, იაპონური წარმოშობის ნეპალში მომუშავე ფიზიოთერაპევტისგან, რომელსაც იგი შეხვდა ბარძაყზე მკურნალობის კურსის გავლის დროს და დაქორწინდა 2010 წელს.[14]
2016 წელი - ჯორჯ მელორის ჯილდო - Wasatch სამთო კინოფესტივალი[15]