პაულ ერენბერგი | |
---|---|
დაიბადა | 8 აგვისტო, 1876[1] [2] |
დაბადების ადგილი | დრეზდენი |
გარდაიცვალა | 14 ოქტომბერი, 1949 (73 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Hof |
პაულ ერენბერგი (გერმ. Paul Ehrenberg; დ. 8 აგვისტო, 1876, დრეზდენი — გ. 14 ოქტომბერი, 1949, ჰოფი) — გერმანელი მხატვარი, მევიოლინე და ცნობილი საზოგადოებრივი ფიგურა.
პაულ ერენბერგი იყო მხატვარ გოტფრიდ ფერდინანდ კარლ ერენბერგის (გერმ. Gottfried Ferdinand Carl Ehrenberg) ვაჟიშვილი და კომპოზიტორ კარლ ემილ თეოდორ ერენბერგის (გერმ. Carl Emil Theodor Ehrenberg) ძმა; ძმებმა ადრეულ ასაკში დაკარგეს დედა, სოფი ელიზე იოან გეორგინე ლანგჰაიმზე (გერმ. Sophie Elise Johanne Georgine Ehrenberg) (დ. 1848, ეკერნფიორდე — გ. 1892 დრეზდენი) რის გამოც იზრდებოდნენ საჯარო მოხელის, სახელმწიფო არქივარიუსის თეოდორ დისტელის (გერმ. Theodor Distel). ოჯახში, დისტელის ქალიშვილებთან ჰილდესა და ლილისთან ერთად.
პაულ ერენბერგი სწავლობდა დრეზდენისა და მიუნხენის ხელოვნების აკადემიებში. იყო ჰაინრიხ ფონ ციუგელის სტუდენტი. ლუიტპოლდის დაჯგუფების წევრი და მიუნხენის ხელოვანთა არტელის წევრი. ერენბერგის შემოქმედება, რომელიც მრავალ იმპრესიონისტულ პორტრეტს, ნატურმორტს, პეიზაჟსა და ცხოველთა პორტრეტს მოიცავს, არაერთხელ იყო წარმოდგენილი მიუნხენის საგამოფენო დარბაზებში.
პაულ ერენურგი იყო ჩინებული მევიოლინე.
პაულ ერენბერგს 1899–1904 წლებში მეტად ახლო მეგობრულ ურთიერთობა აკავშირებდა სახელგანთქმულ გერმანელ მწერალთან თომას მანთან (გერმ. Thomas Mann). პაულ ერენბერგთან ამ თუმც აღუსრულებელ მაგრამ ჰომოეროტიკით აღსავსე მეგობრობაზე დიდ გერმანელ მწერალს არ შეუწყვეტია ფიქრი ჭარმაგ ასაკშიც კი. თომას მანი თავის ერთ-ერთ დღიურში მას მოიხსენიებს როგორც განვლილი „25 წლის მთავარ განცდად გულისა.“ რომანში "დოქტორი ფაუსტუსი" რუდი შვერტფეგერში გამოყვანილია პაულ ერენბერგის ფიგურა.
პაულ ერებერგი დაქორწინებული იყო პროფესიით ასევე მხატვარ ლილი ტოიფელზე.