პელეტრონი (ინგლ. Pelletron < pellet — „გრანულა“) — ელექტროსტატიკური გენერატორი მუდმივი მაღალი ძაბვის (პრაქტიკულად ~10 მლნ. ვ) მისაღებად. მისი კონსტრუქცია ვან დე გრააფის გენერატორის პრინციპს იმეორებს. ფუნდამენტური განსხვავება ისაა, რომ ელექტრული მუხტი გადაეცემა არა დიელექტრიკული ლენტით, არამედ ჯაჭვური გადამტანით (დიელექტრიკული რგოლებით დაკავშირებული ლითონის ელექტროდებით), რის გამოც გენერატორს აქვს ძაბვის ზრდის უფრო დიდი სტაბილურობა და უფრო მაღალი დენი (0.1-დან 0.5 მა-მდე). დენის გაზრდის მიზნით, შესაძლებელია გენერატორების პარალელური მიერთება.