„პერსილესისა და სიზიგმუნდას ყარიბობა“ | |
---|---|
Los trabajos de Persiles y Sigismunda | |
პირველი გამოცემის სატიტულო გვერდი | |
ავტორი | მიგელ დე სერვანტესი |
ქვეყანა | ესპანეთი |
ენა | ესპანური |
გამოცემის თარიღი | 1617 |
მთარგმნელი | ნიკა აგიაშვილი (1986 წლის გამოცემა) |
ქართულად გამოიცა | 1986 (გამომცემლობა „ნაკადული“) |
პერსილესისა და სიზიგმუნდას ყარიბობა — მიგელ დე სერვანტესის ეპიკური რომანი, გამოქვეყნდა ავტორის გარდაცვალების შემდეგ, 1617 წელს.[1] მასში მოთხრობილია ისლანდიის უფლისწული პერსილესისა და ფრისლანდსიის მეფის ასული სიგიზმუნდას ფათერაკებით აღსავსე ცხოვრება და თავგადასავალი მრავალ უცხო მხარესა და ქვეყანაში. რომანი უხვადაა გაჯერებული ფანტასტიკური ელემენტებით.[2] მიუხედავად იმისა, რომ სერვანტესი ყველაზე მეტად „დონ კიხოტითაა“ ცნობილი და მის მაგნუმ ოპუსადაც ეს რომანი ითვლება, თავად მას „პერსილესი“საუკეთესოდ მიაჩნდა თავის თხზულებათა შორის.[3] რომანი სერვანტესის უკანასკნელი ნაწარმოებია, მასზე მუშაობა მძიმედ ავადმყოფმა ავტორმა სიკვდილამდე სამი დღით ადრე დაასრულა.