პიერ-პერსეს ტბა | |
---|---|
პიერ-პერსეს ტბა | |
კოორდინატები: 48°28′ ჩ. გ. 6°55′ ა. გ. / 48.467° ჩ. გ. 6.917° ა. გ. | |
მდებარეობა | საფრანგეთი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 387 მ |
ფართობი | 3.04 კმ² |
მაქსიმალური სიღრმე | 78 მ |
პიერ-პერსეს ტბა (ფრანგ. Lac de Pierre-Percée) — ხელოვნური ტბა საფრანგეთში. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ლოთარინგიაში, ზღვის დონიდან 387 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 3.04 კმ². მაქსიმალური სიღრმე 78 მ. ნაპირები ტყითაა შემოსილი. უმეტესად ხარობს ნაძვი და ფიჭვი. ტურისტების პოპულარული ადგილია. განვითარებულია წყლის სპორტის სახეობები. ძირითადი ჯებირი აშენდა 1981-1985 წლებს შორის. ექსპლუატაციაში გადაეცა 1993 წელს. მდიდარია თევზით. მიმდინარეობს თევზჭერა. მოიპოვება ქარიყლაპია, ნაფოტა, ლოქორია, კობრი. განსაკუთრებით აღსანიშნავია სიგი, რომელიც აქ დიდ სიღრმეებზე მრავლდება.