პიროფობია

პიროფობია (ძვ. ბერძნ. πῦρ — ცეცხლი; φόβος — შიში) — ცეცხლის გაჩენის ავადმყოფური შიში. გარკვეულწილად ხანძრის შიში ნორმალურია, თუმცა პიროფობიის დროს შიში ბევრად უფრო მძაფრია და გამოიხატება ოდნავი და კონტროლირებადი ცეცხლის არანორმალური შიშით.

პიროფობიით დაავადებულ პიროვნებას ცეცხლის დანახვისას ხშირად ახასიათებს თავბრუსხვევა, ჰაერის უკმარისობა, გულისრევა, პირის გამოშრობა, კანკალი და არარეგულარული გულისცემა. ასევე პიროფობიის სიმპტომია თავს გრძნობდე, როგორც ხაფანგში მომწყვდეული.[1][2]

  1. Pyrophobia
  2. Pyrophobia: Fear of Fire - Causes, Symptoms and Treatment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-25. ციტირების თარიღი: 2018-05-30.