პიტერ კრეიგი | |
---|---|
![]() კრეიგი 2012 წელს | |
დაბადების თარიღი |
10 ნოემბერი, 1969 ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ |
მოქალაქეობა |
![]() |
ალმა-მატერი | აიოვას უნივერსიტეტი |
საქმიანობა |
|
შვილ(ებ)ი | 3 |
მშობლები |
მამა: სტივენ კრეიგი დედა: სალი ფილდი |
პიტერ კრეიგი (ინგლ. Peter Craig; დ. 10 ნოემბერი, 1969) — ამერიკელი რომანისტი, მსახიობი და სცენარისტი.
პიტერ კრეიგი დაიბადა ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატი. დაამთავრა აიოვას უნივერსიტეტი.[1]იგი არის ცნობილი მსახიობის, სალი ფილდის შვილი.
კარიერის განმავლობაში მონაწილეობდა ორ ფილმში — „ჰუპერი“ (1978) და „დაკმაყოფილება“ (1988). გამოცემული აქვს სამი რომანი. აგრეთვე დაწერილი აქვს სცენარი ფილმებისთვის: „ქურდების ქალაქი“ (2010), „შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა — ნაწილი 1“ (2014), „შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა — ნაწილი 2“ (2015), „ნამდვილი მამა“ (2016) და „12 მეომარი“ (2018).
იგი ნომინირებული იყო ამერიკის სცენარისტთა გილიდიისა და Critics’ Choice Movie Awards-ის დაჯილდოებებზე.[2]