პოდენკო კანარიო

პოდენკო კანარიო
წარმოშობის ქვეყანა ესპანეთი
თვისებები
წონა მამრი 19-22 კგ.
მდედრი 16-19 კგ.
სიმაღლე მამრი 58-64 სმ.
მდედრი 53-58 სმ.
ბეწვი წითური-თეთრით
სამფერი (შავი, წითური, თეთრი)
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12-13 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

პოდენკო კანარიო (ესპ. Podenco canario) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ესპანეთში ანტიკურ ხანაში.

პოდენკო კანარიო პოდენკო იბისენკოს უახლოესი ნათესავი და სამ პორტუგალიურ პუდენკოს შორის ყველაზე მსხვილია. იბერიის ნახევარკუნძულიდან კანარის კუნძულებზე ის მხოლოდ უკანასკნელი 400 წლის წინ მოხვდა. შესაძლოა ის იმ უძველესი ძაღლების შთამომავალია, რომლებიც ესპანეთში შუაზღვისპირელმა ვაჭრებმა ჩამოიყვანეს. ნადავლის ძებნისას ეს ძაღლი იყენებს სმენას და ყნოსვას ზუსტად ისე, როგორც მხედველობას, რაც მწევრისთვის უჩვეულოა. კანარის კუნძულების ვულკანურ ნიადაგზე სამუშაოდ ძაღლის ადაპტაცია — ძაღლის ქცევის საოცარი მოქნილობის მაჩვენებელია, ანუ შესაძლებელია ფუნციების ცვლილება, რათა მოხდეს იმ პირობებთან შეგუება, რომელშიც ბიოლოგიური სახეობა მოხვდა.

პოდენკო კანარიოს აქვს ოდნავ წაგრძელებული, დაკუნთული კისერი, ვიწრო და ღრმა მკერდი, გრძელი, სწორი ფეხები, პატარა თვალები, გრძელი, ვიწრო თავი, დიდი ყურები. ბალანი გლუვია, მოკლე და უხეში, შეიძლება იყოს ოქროსფერ-თეთრი, ჟანგისფერ-ნარინჯისფერი, ბალანს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. პოდენკო კანარიო კარგად უძლებს სიცხეს, ძნელად იწვრთნება, ვერ ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას. სჭირდება დამატებითი ფიზიკური დატვირთვა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: