პოლიფემე — ლარისელი ლაპითი, ელატეს (ილატის) ან პოსეიდონის და ჰიპეიას ძე, ჰერაკლეს დის ლაონომეს ქმარი, კენევსის ძმა, არგონავტი, ილატიდად წოდებული გმირი. როდესაც მიზიაში ჰერაკლემ საყვარელი მხლებელი ჰილასი დაკარგა და მის ძებნაში ტყე-ღრეს ძრავდა, პოლიფემეც მეგობარს და ცოლისძმას ახლდა, მანვე შეატყობინა ჰილასის დაკარგვა. ჭაბუკის ძებნის დროს არგონავტებმა ცურვა განაგრძეს და გმირები მიზიაში დატოვეს. პოლიფემემ დააარსა ქალაქი კიოსი და დაიღუპა ხალიბებთან შეტაკებაში.