რუსეთის ნაწილი აღნიშნავს პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის ყოფილ ტერიტორიებს, რომელიც XVIII საუკუნეში პოლონეთის დაყოფის დროს რუსეთის იმპერიას გადაეცა.
როგორც რუსებისთვის ასევე პოლონელებისთვის ტერმინი რუსეთის პოლონეთი მიუღებელი იყო. რუსებისთვის პოლონეთმა არსებობა შეწყვიტა და მათ მიერ ახლად მოპოვებული ტერიტორიები დიდი ხნის წინ დაკარგულ რუსეთის მიწებად მიიჩნეოდა.[1] პოლონელებისთვის კი პოლონეთი ცალსახად პოლონური იყო და არვითარ შემთხვევაში რუსული.[1] რუსები მათი ახალი ტერიტორიების აღსანიშნავად ადმინისტრატიულ დასახელებებს იყენებდნენ, ხოლო პოლონელებისთვის და ისტორიკოსების უმეტესი ნაწილისთვის მისაღბი ტერმინი იყო რუსეთის ნაწილი.[1]