ესაა პორტუგალიის ისტორიის ქრონოლოგიის არასრული სია.
- 1139, 26 ივლისი — ორიკის ბრძოლის შემდეგ ცხადდება პორტუგალიის დამოუკიდებლობა: გრაფი აფონსუ ენრიკეში ხდება აფონსუ I, პორტუგალიის მეფე.
- 1147 — ლისაბონის დაპყრობა.
- 1174 — არაგონის სამეფო აღიარებს პორტუგალიის დამოუკიდებლობას.
- 1179 — რომის პაპი ალექსანდრე III აფონსუ I ცნობს პორტუგალიის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის მეფედ.
- 1185 — სანშუ I გახდა პორტუგალიის მეფე.
- 1212 — აფონსუ II მმართველობის დასაწყისი.
- 1233 — სანშუ II მმართველობის დასაწყისი.
- 1246 — რომის პაპი ინოკენტი IV სანშუს აცხადებს ერეტიკოსად და გასცემს მისი დამხობის ბრძანებას.
- 1247 — აფონსუ III მმართველობის დასაწყისი; სანშუ II გააძევეს ტოლედოში.
- 1254 — კორტესების, სამეფო გენერალური ასამბლეის, პირველი ოფიციალური შეკრება.
- 1272 — აფონსუ III მავრებისაგან იბრუნებს ფარუს, ამით დასრულდა მავრების გაძევება პორტუგალიიდან.
- 1276 — იოანე XXI გახდა ისტორიაში პირველი და ერთადერთი პორტუგალიელი პაპი (გარდაიცვალა 1277 წელს)
- 1279 — დინიშ I მმართველობის დასაწყისი
- 1297 — დინიშ I ხელს აწერს შეთანხმებას ფერდინანდ IV კასტილიელთან საზღვრების განსაზღვრის შესახებ პორტუგალიასა და თანამედროვე ესპანეთს შორის; ეს შეთანხმება ძალაში რჩება დღესაც.
- 1308 — პორტუგალიამ პირველ კომერციულ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი ინგლისთან.
- 1325 — აფონსუ IV მმართველობის დასაწყისი
- 1355 — მეფის ბრძანებით მოკლეს ინეშ დე კაშტრუ, დაიწყო სამოქალაქო ომი აფონსუსა და მის მემკვიდრე პედრუ I შორის.
- 1357 — პედრუ I მმართველობის დასაწყისი; ინეშ დე კაშტრუს სხეულის ექსგუმაცია და კორონაცია.
- 1367 — ფერნანდუ I მმართველობის დასაწყისი.
- 1383—1385 — ლეონორ ტელეშის რეგენტობა. შემდეგ სამოქალაქო ომი და პოლიტიკური ანარქია: 1383—1385 წლები კრიზისი.
- 1640, 1 დეკემბერი — ბრაგანსის ჰერცოგი ჟუან IV ხდება პორტუგალიის მეფე: ესპანეთის ბატონობის დასასრული.
- 1656 — აფონსუ VI ადის სამეფო ტახტზე
- 1668 — აფონსუ VI გამოცხადდა არაკომპეტენტურად და მისი ძმა პედრუ ხდება ერთპიროვნული მმართველი
- 1683 — პედრუ II ხდება მეფე
- 1703 — დაიდო მეტუენის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც პორტუგალია აღარ იყო დამოკიდებული ინგლისზე ეკონომიკურად.
- 1706 — ჟუან V მმართველობის დასაწყისი
- 1750 — ჟუზე I მმართველობის დასაწყისი
- 1755, 1 ნოემბერი— ლისაბონის მიწისძვრამ ძირფესვიანად დაანგრია ქალაქი.
- 1759, 13 იანვარი —ტავორის ოჯახის ყველა წევრი დაადანაშაულეს სახელმწიფოს ღალატში და მომზადდა თავდასხმა მეფეზე მარკიზ პომბალის ბრძანებით.
- 1777 — დაიწყო მარია I მმართველობა;
- 1816 — დაიწყო ჟუან VI მმართველობა;
- 1826 — დაიწყო პედრუ IV მმართველობა;
- 1828 — კორონაციამიგელ I, პედრუ IV შემცვლელი: სამოქალაქო ომი
- 1834
- 24 ივლისი – ჰერცოგმა ტერსეირამ გაიმარჯვა ლისაბონთან ბრძოლაში — დამტავრდა სამოქალაქო ომი: მიგელ I გაიქცა გერმანიაში
- მარია II გახდა დედოფალი.
- 1853 — დაიწყო პედრუ V მმართველობა;
- 1861 — დაიწყო ლუიშ I მმართველობა;
- 1889 — დაიწყო კარლუშ I მმართველობა;
- 1908
- 1 თებერვალი, მეფე კარლუში და მისი შვილი ლუიშ-ფილიპი მოკლეს ლისაბონელმა რესპუბლიკელებმა.
- მანუელ II გახდა პორტუგალიის მეფე
- 1910, 5 ოქტომბერი— რევოლუციამ დაამხო მონარქიული მმართველობა: პორტუგალია გახდა რესპუბლიკა; მეფე მანუელ II გაიქცა ინგლისში
- 1917
- 1918
- 28 აპრილი — პაესი აირჩიეს რესპუბლიკის პრეზიდენტად.
- 14 დეკემბერი — პაესის მკვლელობა.
- 1926 — გადატრიალება: დამყარდა ფაშისტური დიქატატურა ანტონიუ დი სალაზარის მეთაურობით.
- 28 მაისი — გენერალ გომიშ დუ კოშტას სამხედრო პუტჩი. დაითხოვეს პარლამენტი და შეცვალეს კონსტიტუცია.
- 17 ივნისი — დუ კოშტა იძულებული იყო გადაეყენებინა პრემიერ-მინისტრი კაბესადესი და ჩამეყალიბებინა ახალი მთავრობა.
- 9 ივლისი — გენერალი კარმონა, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, აპატიმრებს დუ კოშტას და თვითონ ახდენს მთავრობის ფორმირებას.
- 1927, 3-9 თებერვალი— ჩაახშეს სამხედრო გამოსვლა ლისაბონში და პორტუში, რომელთა ლიდერები ცდილობდნენ კონსტიტუციის აღდგენას.
- 1928
- 25 მარტი — გენერალი ანტონიო ოსკარ კარმონა აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად.
- 17 აპრილი — ანტონიუ სალაზარი გახდა ფინანსთა მინისტრი ახალ მთავრობაში.
- 1934, 16 დეკემბერი — ეროვნული კრების არჩევნებზე მთავრობამ მოიპოვა 90 ადგილი.
- 1935, 16 თებერვალი — კარმონა შემდეგი 7 წლით აირჩიეს პრეზიდენტად.
- 1936, 9 სექტემბერი — პორტუგალიის სამხედრო-საზღვაო ძალებში აჯანყების მცდელობა იყო.
- 1938, 11 მაისი —პორტუგალიამ ცნო ფრანკოს რეჟიმი ესპანეთში.
- 1939, 17 მარტი — მეგობრობისა და თავდაუსხმელობის პაქტი ესპანეთთან.
- 1941, 12 ივნისი — სალაზარის მთავრობა აცხადებს სწრაფი ნეიტრალიტეტის დაცვას.
- 1942
- 8 თებერვალი — გენერალი კარმონა კვლავ აირჩიეს რესპუბლიკის პრეზიდენტად.
- 25 ივნისი — სალაზარი ხაზს უსვამს პორტუგალიის ნეიტრალიტეტს ინგლისთან ურთიერთობაში და ამავდროულად წინააღმდეგია ანტიჰიტლერული კოალიციის შექმნისა.
- 18-20 დეკემბერი — ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გრაფ ხორდანის ვიზიტი ლისაბონში, იბერიის ბლოკის შექმნა.
- 1943, 12 ოქტომბერი — გამოქვეყნდა ინგლის-პორტუგალიის შეტანხმება, საჭიროების შემთხვევაში აზორის კუნძულების სამხედრო ბაზების გამოყენების შესახებ.
- 1947, 8 ოქტომბერი — მონარქისტულად მოაზროვნეების წარუმატებელი გადატრიალება
- 1948, 20 სექტემბერი — ესპანეთთან მეგობრობისა და თავდაუსხმელობის პაქტის გაგრძელება 10 წლის ვადით.
- 1949
- 13 თებერვალი — პირველად სალაზარის მმართველობის პერიოდში საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე კანდიდატიც იყრიდა კენჭს. რომელმაც არცევნების წინა დღეს უარი თქვა კანდიდატობაზე. კარმონა მეოთხე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად.
- 4 აპრილი — პორტუგალია ნატოს წევრი გახდა.
- 1951
- 8 იანვარი — აშშ-სთან დაიდო მეგობრობისა და ურთიერთგაგების ხელშეკრულება
- 18 აპრილი — გარდაიცვალა პრეზიდენტი კარმონა.
- 22 ივლისი — საპრეზიდენტო არჩევნები. ამ პოსტზე აირჩიეს გენერალი ფრანცისკო კრავეირო ლოპიში.
- 6 სექტემბერი— შეთანხმება აშშ-სტან აზორის ბაზების იჯარით გადაცემის შესახებ.
- 1955, 15 დეკემბერი — პორტუგალია გაწევრიანდა გაეროში.
- 1961
- 1962 — იწყება სამხედრო მოქმედებები გვინეა-ბისაუში.
- 1 იანვარი — რესპუბლიკელების აჯანყების წარუმატებელი მცდელობა
- 1964, 25 სექტემბერი — იწყება სამხედრო მოქმედებები მოზამბიკში.
- 1974, 25 აპრილი — მიხაკების რევოლუციამ დაამხო პორტუგალიის ფაშისტური რეჟიმი , მარსელუ კაეტანუ გაიქცა ბრაზილიაში.
- 1975
- აფრიკის ყველა პორტუგალიურმა კოლონიამ და აღმოსავლეთ ტიმორმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს.
- 11 მარტი— კომუნისტური გადატრიალება: მსხვილი სამრეწველო საწარმოების და ეკონომიკური ობიექტების ნაციონალიზაცია მთავრობის მიერ.
- 25 ნოემბერი — ახალმა გადატრიალებამ დაამხო ექსტრემალური-მემარცხენე პოლიტიკური ძალები.
- 7 დეკემბერი — აღმოსავლეთი ტიმორის ანექსია ინდონეზიის მიერ ძალის გამოყენებით.
- 1981 —პრემიერი სა კარნეირუ და თავდაცვის მინისტრი ამარუ და კოშტა დაიღუპნენ ავიაკატასტროფაში, როგორც ფიქრობენ ეს იყო ტერაქტი.
- 1984 — კარლუშ ლოპეშმა მოიპოვა პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი პორტუგალიის ისტორიაში მარათონში ლოს-ანჟელესის ოლიმპიადაზე.
- 1986, 1 იანვარი — პორტუგალია გახდა ევროკავშირის წევრი
- 1998 — ლისაბონში მოეწყო საერთაშორისო გამოფენა Expo '98
- 1999, 1 იანვარი, მაკაო, უკანასკნელი პორტუგალიური კოლონია გადაეცა ჩინეთს.
- 2002, 1 იანვარი — პორტუგალია გადავიდა ევროს მიმოქცევაზე.
- 2004, ზაფხული — პორტუგალიაში გაიმართა ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში.
- 2004, 20 ნოემბერი ბელემში აღიმართა ევროპაში ყველაზე მაღალი საახალწლო ნაძვის ხე.