პრაღა 8 — პრაღის ერთ-ერთი რაიონი, რომელიც იყოფა უფრო მცირე უბნებად. პრაღა 8 არის პრაღის თვითმმართველობის ტერიტორიული დაყოფის ცაკლეული ერთეული, რომელსაც აქვს არჩევითი წარმომადგენლობა, საბჭო და რაიონული გამგეობა. პრაღა 8-ის შემადგენლობაშია საკადასტრო ტერიტორიები (უბნები): ბოჰნიცე, ჩიმიცე, კარლინი და კობილისი და ასევე ნაწილობრივ უბნები: ლიბენი, ტროია, სტრჟიჟკოვი, ნოვე მნესტო და ჟიჟკოვი.
პრაღა 8-ის ტერიტორიაზე მდებარეობს სავაჭრო ცენტრი კრაკოვი ბოჰნიცეში და მთელი რიგი შედარებით პატარა სავაჭრო ცენტრები (ლადვი, ოდრა და სხვ.).