პროპლიოპითეკი | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Propliopithecus | |||||||||||
|
პროპლიოპითეკი (Propliopithecus), ნამარხი ადამიანის მსგავსი მაიმუნი. მისი კბილებიანი ქვედა ყბის ფრაგმენტი აღმოჩენილია პარაპითეკის ქვედა ყბასთან ერთად 1911 წელს. პროპლიოპითეკს აქვს 2 საჭრელი კბილი, 1 ეშვი, 2 მცირე ძირითადი და 3 დიდი ძირითადი კბილი. მორფოლოგიურად კბილები გიბონების კბილების მსგავსია. პროპლიოპითეკს თვლიან დრიოპითეკებისა და პლიოპითეკების წინაპარ ფორმად.