პროტისტოლოგია — მეცნიერება ერთუჯრედიანი ეუკარიოტული ორგანიზმების შესახებ.
პროტისტოლოგიის შინაარსს სხვადასხვაგვარად განმარტავენ: ზოგი მეცნიერის აზრით, მისი შესწავლის ობიექტია ერთუჯრედიანი ჰეტეროტროფული ორგანიზმები, აგრეთვე უმდაბლესი ერთუჯრედიანი და კოლონისტი ავტოტროფები — ქლამიდომონადები, ვოლვოქსისნაირნი, დინოფლაგელატები და ზოგი სხვა. არიან მეცნიერები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ უმარტივესებს უნდა მივაკუთნოთმხოლოდ ერთუჯრედიანი ჰეტეროტროფული ორგანიზმები, ხოლო წყალმცენარეებს — ქლოროფილის შემცველი ავტოტროფული ორგანიზმები. ამ თვალსაზრისის თანახმად პროტისტოლოგია პროტოზოოლოგიის სინონიმია.