პროფესიონალური ბილიარდისა[1] და სნუკერის მსოფლიო ასოციაცია (ინგლ. World Professional Billiards and Snooker Association, აგრეთვე გვხვდება შემოკლებული სახელწოდებები World Snooker Association, World Snooker და WPBSA) — პროფესიონალური სნუკერისა და ინგლისური ბილიარდის გენერალური სამმართველო ორგანიზაცია. დაარსდა 1968 წელს, შტაბ-ბინა მდებარეობს ქალაქ ბრისტოლში, ინგლისში.
ორგანიზაცია დაარსდა 1968 წელს.[2] WPBSA-ის ფორმირებამდე სნუკერისა და ინგლისური ბილიარდის სამყაროს ხელმძღვანელი ორგანიზაცია იყო Billiards Association and Control Council (BA & CC).[3]