პუბლიუს ვალერიუს ლევინუსი (ლათ. Publius Valerius Laevinus) — რომის კონსული ძვ. წ. 280 წელს.
პუბლიუს ვალერიუსი მონაწილეობდა პიროსის წინააღმდეგ ომში. იგი მეთაურობდა რომაელებს ჰერაკლიუმის ბრძოლაში, რომელშიც მიუხედავად ღირსეული ბრძოლისა, რომაელები დამარცხდნენ.