პუნპუნი | |
---|---|
ქვეყანა | ინდოეთი |
სიგრძე | 200 კმ |
პუნპუნი ვიკისაწყობში |
პუნპუნი (ჰინ. पुनपुन नदी) — მდინარე ინდოეთში, განგის შენაკადი. სათავეს იღებს ჯარხანდის შტატში, პალამუს რაიონში და შემდეგ ასევე მიედინება ბიჰარის შტატის ტერიტორიაზე.[1]
მდინარე სათავეს იღებს ჩჰოტა-ნაგპურის პლატოზე, ზღვის დონიდან 300 მეტრზე. ძირითადად მიედინება ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართუელბით და ქალაქ ფატუჰასთან ერწყმის განგს.[2]
მთავარი შენაკადებია ბუტანე, მადარი და მოჰარი.[2]