ჟან დე ვალუა | |
---|---|
საფრანგეთის დოფინი | |
მმართ. დასაწყისი: | 8 დეკემბერი, 1415 |
მმართ. დასასრული: | 5 აპრილი, 1417 |
წინამორბედი: | ლუი |
მემკვიდრე: | შარლი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 31 აგვისტო, 1398 |
გარდ. თარიღი: | 5 აპრილი, 1417, (18 წლის) |
მეუღლე: | ჟაკლინ ენოელი |
დინასტია: | ვალუები |
მამა: | შარლ VI, საფრანგეთის მეფე |
დედა: | იზაბელა ბავარიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ჟან დე ვალუა (ფრანგ. Jean de Valois; დ. 31 აგვისტო, 1398 — გ. 5 აპრილი, 1417) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე შარლ VI-ისა და დედოფალ იზაბელა ბავარიელის ვაჟი. საფრანგეთის დოფინი 1415-17 წლებში.
ჟან დე ვალუა დაიბადა 1398 წლის 31 აგვისტოს. იგი იყო საფრანგეთის მეფე შარლ VI-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ იზაბელა ბავარიელის უმცროსი ვაჟი. 1406 წელს მცირეწლოვანი ჟანი დააქორწინეს მის ასევე მცირეწლოვან ბიძაშვილზე, ჰოლანდიის, ფრიზიის, ზელანდიისა და ენოს გრაფინია ჟაკლინ ენოელზე. სანამ ჟაკლინი და ჟანი სრულწლოვანები გახდებოდნენ, ამ საგრაფოებს ჟანის სიდედრი, მარგარიტა ბურგუნდიელი მართავდა. საქორწინო კონტრაქტის მიხედვით კი ზემოთ აღნიშნული საგრაფოები ჟანისა და ჟაკლინის გარდაცვალების შემდეგ მათი შვილისა და საფრანგეთის მფლობელობაში გადავიდოდა. 1415 წლის დეკემბერში ჟანის უფროსი ძმა, საფრანგეთის დოფინი (ანუ ტახტის მემკვიდრე), ლუი დე ვალუა გარდაიცვალა, რის შემდეგაც დოფინი თავად ჟანი ხდება. თუმცა, მას ტახტზე ასვლა არასდროს ჰღირსებია, რადგან 1417 წელს იგი მოწამლეს. ჟანი გარდაიცვალა მოწამვლის შედეგად, 18 წლის ასაკში, უშვილოდ, რის გამოც ჟაკლინს კვლავ მოუწია გათხოვება, დოფინი კი ჟანის უმცროსი ძმა ხდება.