ჟან პია | |
---|---|
![]() ჟან პია 2008 წელს | |
დაბადების თარიღი |
23 სექტემბერი, 1924 ლანუა, ნორი, საფრანგეთი |
გარდაცვალების თარიღი |
18 სექტემბერი, 2018 (93 წლის) პარიზი, საფრანგეთი |
მოქალაქეობა |
![]() |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1947–2017 |
მეუღლე(ები) | ფრანსუა ენგელი |
შვილ(ებ)ი | 2 |
ჟან პია (ფრანგ. Jean Piat; დ. 23 სექტემბერი, 1924, ლანუა — გ. 18 სექტემბერი, 2018, პარიზი) — ფრანგი კინოსა და თეატრის მსახიობი, გამოხმოვანებელი. საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი (1999)[1] და საფრანგეთის ღირსების ორდენის დიდი ოფიცერი (2012),[2] ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი (2010), კომედი ფრანსეზიის საპატიო წევრი.
დაიბადა ლანუაში, ნორის დეპარტამენტში, საფრანგეთში. მისი დებიუტი თეატრში შედგა კომედი ფრანსეზში 1947 წლი ს 1 სექტემბერს, ხოლო 1953 წელს გახდა ამავე თეატრის დასის სრულფასოვანი წევრი.
დაქორწინებული იყო ფრანგ მსახიობ ფრანსუა ენგელსზე (1920–2005), რომელთაც ეყოლათ ორი ქალიშვილი, დომინიკი (1949) და მარტინა (1952).
ჟან პია გარდაიცვალა გულის შეტევით 2018 წლის 18 სექტემბერს, 93 წლის ასაკში.[3] დაკრძალულია მონპარანსის სასაფლაოზე, ყოფილი ცოლის ფრანსუა ენგელის გვერდით.[4].