ჟიულ ჟანსენის პრემია (ფრ. Prix Jules-Janssen) — უმაღლესი ჯილდო ასტრონომიის დარგში, რომელსაც ანიჭებს საფრანგეთის ასტრონომიული საზოგადოება (SAF) ყოველწლიურად. დაწესებულია 1897 წლიდან და მონაცვლეობით ენიჭება ფრანგ და სხვა ეროვნების მეცნიერს. ის განსხვავდება საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის მიერ დაწესებული ჟანსენის მედლისგან.