რაგიბაღ-ყაენი | |
---|---|
Ражабаг хаан | |
მონღოლთა იმპერიის მე-11 დიდი ყაენი და იუანის დინასტიის მე-7 იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | ოქტომბერი, 1328 |
მმართ. დასასრული: | 14 ნოემბერი, 1328 |
წინამორბედი: | იესუნ თემურ-ყაენი |
მემკვიდრე: | ჯაიათუ-ყაენი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1320 |
გარდ. თარიღი: | 14 ნოემბერი, 1328 |
გარდ. ადგილი: | იუანის დინასტია |
სრული სახელი: | არაჯაბიღ რაგიბაღ -ყაენი |
დინასტია: | იუანი |
მამა: | იესუნ თემურ-ყაენი |
დედა: | ბაბუხან ხათუნი |
რელიგია: | ტიბეტური ბუდიზმი |
არაჯაბიღ რაგიბაღ-ყაენი იგივე იმპერატორი ტიანშუნი (დ. 1320 — გ. 14 ნოემბერი, 1328) — იუანის დინასტიის მე-7 იმპერატორი 1328 წელს, მონღოლთა ნომინალური ყაენი, იესუნ თემურ-ყაენის ვაჟი, ყუბილაის შთამომავალი.
მამამისის გარდაცვალების შემდეგ იუანის დინასტია ქაოსმა მოიცვა. ჩინეთში ქულუგ-ყაენის ვაჟის, ჯაიათუს მომხრეებმა დაიწყეს აჯანყებები. მათი ამბოხის უმთავრესი მიზეზი ხელისუფლების მუსლიმებით დაკომპლექტება იყო. 1328 წლის ოქტომბერში ჯაიათუს არმიამ რამდენიმეჯერ დაამარცხა რაგიბაღ-ყაენის რეგენტის, დავლათ-შაჰის მომხრეთა ჯარი.
ერთ-ერთი შეტაკების დროს ჩინელებმა დავლათ-შაჰი მოკლეს და შეიპყრეს 8 წლის რაგიბაღ-ყაენი, რომელიც 14 ნოემბერს სიკვდილით დასაჯეს.
|