რანგატირა — მაორების ხაპუს ლიდერის მემკვიდრეობითი ტიტული, რომელიც ეთნოლოგისტმა ელსდონ ბესტმა აღწერა როგორც ბელადები.[1] რანგატირები იყვნენ ადამიანები რომლებიც წყვეტდნენ ტომში და სადავო საკითხებს და არეგულირებდნენ სხვა ტომებთან სასაზღვრო საკითხებს. XIX საუკუნეში ახალ ზელანდიაში შემოიღეს კანონი მიწათმფლობელობის შესახებ, რითიც შემცირდა რანგატირების უფლებები და მიწების ტომობრივი კუთვნილებიდან გადავიდა კოლონიალური ხელმძღვანელობის ხელში.
სიტყვა „რანგატირა“ აღნიშნავს მამრობითი ან მდედრობითი სქესის ლიდერს და მომდინარეობს პროტო-აღმოსავლურ პოლონეზიური სიტყვა - ლანგატილა-დან.[2] შესაბამისი სიტყვები მოძებნება მორიორებთან, ტახიტიანებთან, კუკის კუნძულების მაორებთან, ტუამოტუანებთან, მარკვესანებთან და ჰავაიელებთან.