პროვინცია | |
---|---|
რაფაელ-ბუსტილიოს პროვინცია Provincia de Rafael Bustillo | |
ქვეყანა | ბოლივია |
ადმ. ცენტრი | Uncía |
კოორდინატები | 18°28′00″ ს. გ. 66°28′00″ დ. გ. / 18.46667° ს. გ. 66.46667° დ. გ. |
ფართობი | 2 249 კმ² |
სალაპარაკო ენები | ესპანური, კეჩუა |
მოსახლეობა | 77 566 კაცი (2001) |
სიმჭიდროვე | 33,9 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTCGMT -4 |
რაფაელ-ბუსტილიოს პროვინცია (ესპ. Provincia de Rafael Bustillo) — პროვინცია ბოლივიაში, პოტოსის დეპარტამენტში. სახელი ეწოდა ბოლივიელი დიპლომატისა და საგარეო საქმეთა მინისტრის — რაფაელ ბუსტილიოს პატივსაცემად. დედაქალაქია უნსია, უდიდესი ქალაქი — ლიალიაგუა.
რაფაელ-ბუსტილიო ერთ-ერთია პოტოსის დეპარტამენტის თექვსმეტი პროვინციიდან. ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება ორუროს დეპარტამენტი. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, ისევე როგორც აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, გადაჭიმულია 70 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 2 249 კმ²-ს შეადგენს.
მოსახლეობის ძირითადი ნაწილი კეჩუასა და აიმარას შთამომავლები არიან.
პროვინცია შედგება ოთხი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა.
18°28′ ს. გ. 66°28′ დ. გ. / 18.467° ს. გ. 66.467° დ. გ.