რიკ ჯაფა და ამანდა სილვერი | |
---|---|
ეროვნება | ამერიკელები |
საქმიანობა | კინოპროდიუსერები, სცენარისტები |
აქტიური | 1992-დღემდე |
შვილ(ებ)ი | ჯო ჯაფა,[1] ფრენკი ჯაფა |
რიკ ჯაფა და ამანდა სილვერი — ამერიკელი კინოპროდიუსერები და სცენარისტები, ცოლ-ქმარი.[2]
ისინი ყველაზე მეტად განთქმულები არიან კომერციულად წარმატებული ფილმის „აჯანყება მაიმუნების პლანეტაზე“ სცენარისტობითა და პროდიუსერობით, რისთვისაც ნომინირებული იყვნენ სატურნის ჯილდოზე. ისინი, აგრეთვე არიან ფილმების „მაიმუნების პლანეტა რევოლუცია“ და „ბრძოლა მაიმუნების პლანეტისთვის“ თანაპროდიუსერები და თანასცენარისტები.
მათი სხვა ცნობილი ნამუშევრებია „იურული სამყარო“ და „ზღვის გულში“. 2013 წელს ცნობილი გახდა, რომ ისინი იქნებიან ჯეიმზ კამერონის „ავატარი 3“-ის თანასცენარისტები,[3] რომლის გამოსვლა დაგეგმლია 2021 წლისთვის.[4]
წელი | სახელი | მშობლიური სახელი | როლი | |
---|---|---|---|---|
სცენარისტი | პროდიუსერი | |||
1992 | „ხელი რომელიც არწევს აკვანს“ | The Hand That Rocks the Cradle | დიახ | არა |
„დაცემული ანგელოზები“ | Fallen Angels | დიახ | არა | |
1996 | „თვალი თვალის წილ“ | Eye for an Eye | დიახ | არა |
1997 | „რელიკტი“ | The Relic | დიახ | არა |
2010 | — | Love Shack | არა | დიახ |
2011 | „აჯანყება მაიმუნების პლანეტაზე“ | Rise of the Planet of the Apes | დიახ | დიახ |
2014 | „მაიმუნების პლანეტა: რევოლუცია“ | Dawn of the Planet of the Apes | დიახ | დიახ |
2015 | „იურული სამყარო“ | Jurassic World | დიახ | არა |
„ზღვის გულში “ | In the Heart of the Sea | დიახ | არა | |
2017 | „ბრძოლა მაიმუნების პლანეტისთვის“ | War for the Planet of the Apes | არა | დიახ |
2020 | „მულანი“ | Mulan | დიახ | არა |
2023 | „ავატარი 3“ | Avatar 3 | დიახ | არა |