რიჩარდ ბრაიტი ინგლ. Richard Bright | |
---|---|
დაბადების თარიღი | 28 სექტემბერი, 1789 |
გარდაცვალების თარიღი | 16 დეკემბერი, 1858 |
პროფესია | ექიმი |
რიჩარდ ბრაიტი (ინგლ. Richard Bright; დ. 28 სექტემბერი, 1789 — გ. 16 დეკემბერი, 1858) — ინგლისელი ექიმი. მოღვაწეობდა ლონდონის ერთ-ერთ ჰოსპიტალში (Guy's Hospital). აღწერა ქრონიკული ნეფრიტი ( 1827 წელს ეწოდა ბრაიტის სნეულება). ერთმანეთისაგან განარხვავა გულის და თირკმლისმიერი წყალმანკი, შეისწავლა სიყვითლე პანკრეასის ანთების დროს და სხვა. ბრაიტის შრომებმა დიდი გავლენა იქონია თირკმლის დაავადებების შემდგომ შესწავლასა და კლასიფიცირებაზე.