რობერტ ა. ოლტმანი | |
---|---|
![]() | |
დაბადების სახელი | რობერტ ა. ოლტმანი |
ეროვნება | ამერიკელი |
დამსაქმებელი | ZeniMax Media |
მეუღლე(ები) | ლინდა კარტერი (1984 წლიდან) |
შვილ(ებ)ი | ჯეიმზი და ჯესიკა ოლტმანები |
მშობლები |
მამა: ნორმან ოლტმანი დედა: სოფი რობინსონი |
რობერტ ალან ოლტმენი (ინგლ. Robert Alan Altman; დ. 1947 — 2021) — კომპანია ZeniMax Media-ს თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი. დაიბადა 1947 წელს ებრაულ ოჯახში.[1][2]
ალტმანი პროფესიით იურისტია. მან მოგვიანებით გახსნა საკუთარი იურიდიული ფირმა. 1999 წელს ოლტმანმა და კრისტოფერ უივერმა დააარსეს კომპანია ZeniMax Media, როგორც Bethesda Softworks-ის მსობელი კომპანია.[3][4] წამყვანი ვიდეო თამაშების გამომცემელი კომპანია, რომელიც ფლობს თამაშების შემქმნელ სტუდიებს სხვადასხვა ქვეყნებში, რომლის საკუთრებაში ასევე შედის ისეთი ვიდეო თამაშების ფრენჩაიზები როგორებიც არის „Fallout“, „The Elder Scrolls“, „Doom“, „Rage“ და სხვა[5]. კომპანიის ოფისები განლაგებულია ამერიკაში, ევროპაში, ავსტრალიასა და აზიაში.
1984 წლის 29 იანვარს რობერტი დაქორწინდა მსახიობ ლინდა კარტერზე. ჰყავთ ორი შვილი, ჯეიმზი და ჯესიკა ოლტმანები. ოჯახი ამჟამად ცხოვრობს პოტომაკში, მერილენდის შტატში, ქალაქ ვაშინგტონის მახლობლად.
|date=
-ში (დახმარება)
|