რობერტ ემერსონ ლანდსბურგი (დ. 13 ნოემბერი, 1931 - გ. 18 მაისი, 1980) — ამერიკელი ფოტოგრაფი, რომელიც დაიღუპა 1980 წლის სენტ-ჰელენზის ვულკანის ამოფრქვევის გადაღებისას.[1] [2] [3] ლანდსბურგი დაიბადა სიეტლში, ვაშინგტონი, გარდაცვალების დროისათვის კი ცხოვრობდა პორტლენდში, ორეგონი.
ამოფრქვევამდე რამდენიმე კვირით ადრე ლანდსბურგმა ბევრჯერ მოინახულა ტერიტორია ვულკანის მიერ გარემოზე მოხდენილი ზეგავლენის ფოტოგრაფირების მიზნით. [4] 1980 წლის 18 მაისს, დილით, იგი ვულკანიდან რამდენიმე მილის დაშორებით იმყოფებოდა. როდესაც ამოფრქვევა დაიწყო, ლანდსბურგმა მოასწრო სწრაფად მოახლოებული ღრუბლის გადაღება. მან იცოდა, რომ ვეღარ გადარჩებოდა და ამიტომ, სანამ იგი ვულკანურ ნაკადში მოყვებოდა, მან გადაახვია ფოტოფირი ფოტოაპარატის კორპუსში, ჩაიდო კამერა ზურგჩანთაში, შემდეგ კი ზურგჩანთას გადაეფარა - ეს ყველაფერი ემსახურებოდა მხოლოდ მის მიერ გადაღებული ფოტოების გადარჩენას. [5]
მისი ცხედარი 17 დღის შემდეგ იპოვეს, ნაცარში ჩაფლული, ზურგჩანთა კი უვნებლად იყო შენარჩუნებული. ფირის დამუშავების შემდეგ შესაძლებელი გახდა, ამ ისტორიული ამოფრქვევის შესახებ ღირებული ფოტომასალის აღდგენა.