რობერტ ჰევსენი | |
---|---|
ინგლ. Robert H. Hewsen | |
დაბ. თარიღი | 20 მაისი, 1934 |
დაბ. ადგილი | ნიუ-იორკი |
გარდ. თარიღი | 17 ნოემბერი, 2018 (84 წლის) |
გარდ. ადგილი | ფრესნო |
მოქალაქეობა | აშშ[1] |
საქმიანობა | უნივერსიტეტის პროფესორი, არმენოლოგი და ისტორიკოსი |
მუშაობის ადგილი | Rowan University, ჩიკაგოს უნივერსიტეტი, კოლუმბიის უნივერსიტეტი, California State University, Fresno და კალიფორნიის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | მერილენდის უნივერსიტეტი და ჯორჯტაუნის უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოსოფიის დოქტორი |
რობერტ ჰევსენი (დ. 20 მაისი, 1934 — გ. 17 ნოემბერი, 2018) — ამერიკელი ისტორიკოსი და როუანის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი. სამხრეთ კავკასიის უძველესი ისტორიის ექსპერტი.[2] ჰევსენი ავტორია Armenia: A Historical Atlas (2001)-ის, მთავარი ცნობარის,[3] რომელიც აღიარებულია, როგორც მნიშვნელოვანი მიღწევა არმენოლოგიაში.[4][5]
რობერტ ჰევსენის ნამდვილი გვარია ჰევსენიანი.[6] დაიბადა 1934 წელს ნიუ-იორკში ამერიკელი სომხების ოჯახში. მიიღო ბაკალავრის ხარისხი მერილენდის უნივერსიტეტში, ხოლო 1967 წელს დოქტორის ხარისხი ჯორჯტაუნის უნივერსიტეტში. იმავე წელს ის შეუერთდა როუანის უნივერსიტეტის ისტორიის დეპარტამენტს, სადაც ის ეუფლებოდა ბიზანტიისა და რუსეთის ისტორიას 30 წლის განმავლობაში. 1999 წელს დატოვა როუანის უნივერსიტეტი, რის შემდეგადაც პროფესორი ჰევსენი ასწავლიდა ჩიკაგოს უნივერსიტეტში, კოლუმბიის უნივერსიტეტში, კალიფორნიის ფრესნოს სახელმწიფო უნივერსიტეტში და ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტში.[7]
პროფესორი ჰევსენი ასევე იყო Society for the Study of Caucasia-ს თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი.