როსპუდა პოლ. Rospuda | |
---|---|
![]() როსპუდა სოფელ კოტოვინასთან | |
ქვეყანა |
![]() |
სათავის მდებარეობა | ჩარნეს ტბა |
სათავის სიმაღლე | 175 მეტრი მ |
შესართავი | 53°54′27″N 22°54′40″E / 53.9076° ჩ. გ. 22.9110° ა. გ.კოორდინატები: 53°54′27″N 22°54′40″E / 53.9076° ჩ. გ. 22.9110° ა. გ. |
შესართავის მდებარეობა | როსპუდა აუგუსტოვსკას ტბა |
სიგრძე | დაახ. 80 კმ |
აუზის ფართობი | დაახ. 900 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 2.57[1] მ³/წმ |
![]() |
როსპუდა (პოლ. Rospuda) — მცირე მდინარე პოლონეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ის გაედინება სუვლაკის რეგიონში, პოლონეთში, აუგუსტოვის ტყის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ის უერთდება მდინარე ნეტას, რომელიც თავის მხრივ, ბიებჟას შენაკადია. დაახლოებით 2006 წელს მდინარეს საფრთხე შეუქმნა აუგუსტოვის შემოვლითი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობამ, რომელიც მდინარის დაცულ ხეობაში უნდა გაეჭრათ. პოლონეთში და საზღვარგარეთ საპროტესტო აქციების ინტენსიური კამპანიის, აგრეთვე ადგილობრივი საზოგადოების კონტრპროტესტის შემდეგ, გეგმები შეიცვალა და მაგისტრალმა მდინარეს გვერდი აუარა.[2][3]
ისტორიის განმავლობაში როსპუდა სხვადასხვა სახელებით მოიხსენიებოდა. ის როგორც დოსპუდა იხსენიება 1599 წლის რაჩკის ეკლესიის აქტში. მის სხვა სახელებს შორისაა: როუსპუდა, ფილიპოვკა (სოფელ ფილიპოვთან ახლოს მდებარეობის გამო) და კამიენა.
მდინარე ამოდის ტბიდან, რომელსაც ეწოდება იეზირო ჩარნე და მიედინება სამხრეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით ცხრა პოსტმყინვარული ტბის მხარეს. ეს ტბებია: როსპუდა ფილიპოვსკა, კამიენე, ლკუგიე, გარბასი, გლებოკიე, სუმოვო, ოკრაგლე და ბოლესტი. მდინარე საბოლოოდ როსპუდა აუგუსტოვსკას ტბაში ჩაედინება.
როსპუდა 66.8 კილომეტრის სიგრძის ვიწრო მდინარეა, რომელიც ძალიან იშვიათად დიდდება. მდინარეს ახასიეათებს მკვეთრი მოსახვევები და კლდიანი ხეობა.
როსპუდას ხეობაში შეიქმნება ნაკრძალი. იგი შეიქმნება მცენარეების: მუშკის ორქიდეას, ტყის ქარქაშის, ზღვის არწივის და ლაქებიანი არწივის დაცვის მიზნით. ნაკრძალი იქნება ავგუსტოვი-დრუსკინიკის დაცული ტერიტორიის ნაწილი, რომელიც იქმნება პოლონეთის, ლიეტუვისა და ბელარუსის საერთო ნაკრძალი.
აუგუსტოვის რკალის გზის მშენებლობის წინააღმდეგ გამართული კამპანიის სიმბოლოდ მწვანე ლენტი მიიჩნევა.
ეკოლოგიური აქტივისტები, აგრეთვე მეცნიერები, როგორებიცაა ბოტანიკოსები, ზოოლოგები, ეკოლოგიის ექსპერტები, ჰიდროლოგები და ევროკომისიის წევრები მიიჩნევენ, რომ როსპუდას ხეობა აუგუსტოვის გზის მშენებლობით ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგებოდა.
პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ველური ბუნება დაზიანდებოდა არა მხოლოდ ჩქაროსნული მაგისტრალით, არამედ მშენებლობის პროცესით. მშენებლობით გამოწვეული ხმაური კი ძალიან დიდ საფრთხეს შეუქმნიდა ამ რეგიონში მობინადრე წითელი წიგნის ცხოველებს.
ამ საკითხზე საკმაოდ განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა ეროვნული და საავტომობილო გზების სპეციალურ განყოფილებას, სადაც ფიქრობდმენ, რომ პროქტი ბუნებაზე ასე მასშტაბურ ზეგავლენას არ მოახდენდა და მას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნისათვის.
2006 წლის დეკემბერში ევროკომისიამ ვალდებულებები დააკისრა პოლონეთის მთავრობას გზის მშენებლობის ნებართვის გაცემის გამო, რომელიც დაცულ ადგილებს უქმნის საფრთხეს.[4] 2007 წლის თებერვალში ადგილობრივი პროვინციის გუბერნატორმა ხელი მოაწერა მშენებლობის დაწყების განკარგულებას.[5] აღნიშნული რეგიონი დაცულია ევროკავშირის Natura 2000-ის პროგრამით, რომლის მიხედვითაც ევროკავშირს მაგისტრალის მშენებლობისთვის პოლონეთის დაჯარიმება შეუძლია.[6] 2007 წლის 13 თებერვალს პოლონეთის ომბუდსმენმა გუბერნატორის გადაწყვეტილება გაასაჩივრა და სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტა მოითხოვა. დამოუკიდებელმა გზების ინჟინერმა წარადგნა გზის სპეციალური გეგმა, რომელიც დაცულ ტერიტორიას გვერდს უვლიდა და რომლის ღირებულებაც 17 მილიონი ევროთი ნაკლები იყო.[7] მიუხედავად აქტივისტებისა და პოლიტიკოსების აქციებისა გზის მშენებლობა მაინც არ გაუქმებულა.[8] პოლონურმა გაზეთმა Gazeta Wyborcza- მ დაიწყო პეტიცია, რომელსაც 140 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. ხელმოწერების შეგროვების შემდეგ გაზეთმა პოლონეთის პრეზიდენტს, ლეხ კაჩინსკის მიმართა, რომ პატივი სცენ კანონს და როსპიდას ხეობა შეინარჩუნონ.[9] 2007 წლის 22 თებერვალს აუგუსტოვის შემოვლითი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა გეოდეზიური გაზომვების გამოყენებით დაიწყო.
2009 წელს პოლონეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ როსპუდას ხეობის გავლით ავტომაგისტრალის მშენებლობაზე უარი განაცხადეს და შეირჩა ახალი ალტერნატიული მარშრუტი, რომელიც ამ ადგილს გვერდს უვლის.[2]