რუმ მეჰმედ-ფაშა | |
---|---|
Rum Mehmet Paşa | |
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 1466 |
მმართ. დასასრული: | 1469 |
წინამორბედი: | ველი მაჰმუდ-ფაშა |
მემკვიდრე: | ისჰაკ-ფაშა |
სულთანი: | მეჰმედ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
გარდ. თარიღი: | 1470 |
გარდ. ადგილი: | სტამბოლი |
რელიგია: | ისლამი |
რუმ მეჰმედ-ფაშა (თურქ. Rum Mehmet Paşa; გ. 1470, სტამბოლი) — ოსმალეთის სახელმწიფო მოღვაწე, წარმოშობით ბერძენი. ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი 1466-1469 წლებში, სულთან მეჰმედ II-ის დროს.
ქარამანლი მეჰმედ-ფაშას დაჟინებული მოთხოვნით სულთანმა მეჰმედ II-მ 1469 წელს გაათავისუფლა თანამდებობიდან და 1470 წელს წყალში დაახრჩობინა.