რუმიკოლკა (კეჩ. rumi ქვა, qullqa საწყობი) — არქეოლოგიური ძეგლი პერუში. მდებარეობს კუსკოს რეგიონში, კისპიკანჩის პროვინციის ლუკრეს რაიონში. განლაგებულია ჩუკი-პუკიუსა და პიკილიაქტის არქეოლოგიური ძეგლების მახლობლად, ვაკარაპაის ტბების აღმოსავლეთით.
ობიექტები სავარაუდოდ ტიუანაკო-უარის ცივილიზაციებს ეკუთვნის. ინკების პერიოდში, ნაგებობები დამუავებული ქვით მოპირკეთდა.
შენობებში აღმოჩენილი ზოგიერთი ქვა საიდუმლოებითაა მოცული. მათი მსგავსი ქვები ასევე აღმოჩენილია პისაკში და ინკების იმპერიის სხვა ძეგლებზე.