რუსეთის ლიგის თასი (რუს. Кубок Премьер-лиги) — საფეხბურთო ტურნირი რუსეთში, რომელიც მხოლოდ ერთხელ – 2003 წელს გათამაშდა და მასში პრემიერლიგის 16-ვე გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ლიგის თასმა ვერ მოიპოვა პოპულარობა და შედეგად ფეხბურთის ფედერაციის მიერ გაუქმდა კლუბების გადატვირთული გრაფიკის გამო[1]. ტურნირი პლეი-ოფის სისტემით გათამაშდა და მისი გამარჯვებული სანქტ-პეტერბურგის „ზენიტი“ გახდა.
წელი | გამარჯვებული | ანგარიში | დამარცხებული |
---|---|---|---|
2003 | ზენიტი (1) | 3–0; 2–2 | ჩერნომორეცი ნოვოროსიისკი |
|