ქვეყანა (სპორტი) | საქართველო |
---|---|
საცხოვრებელი ადგილი | თბილისი, საქართველო |
დაიბადა |
20 აგვისტო, 2001 თბილისი, საქართველო |
სიმაღლე | 191 სმ |
თამაში | მემარჯვენე |
ერთეულები | |
სხვა ტურნირები |
საბა ფურცელაძე (დ. 20 აგვისტო, 2001) — პროფესიონალი ქართველი ჩოგბურთელი. ჩოგბურთის თამაში 8 წლის ასაკში, თბილისში დაიწყო.
პროფესიონალურ კარიერამდე ფურცელაძეს ITF Juniors-ის 4 ტიტული აქვს მოგებული, საიდანაც ერთი მე-4 კატეგორიის, ხოლო სამი მე-5 კატეგორიის გათამაშება იყო. მე-4 კატეგორიის ტიტული მან 2018 წელს, თბილისში მოიგო.
სხვადასხვა დროს ფურცელაძემ 14, 16 და 18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში საქართველოს პირველობა მოიგო. მისი საუკეთესო პოზიცია ITF Juniors-ის რეიტინგში მსოფლიოს 264-ე ნომერია. საბამ პირველი ATP ქულა 2018 წლის აგვისტოში მოიპოვა.
ფურცელაძემ მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინა 2022 წლის ATP CUP-ზე, სადაც საქართველოს ნაკრების წევრებთან, ნიკოლოზ ბასილაშვილთან, ალექსანდრე მეტრეველთან, ალექსანდრე ბაქშისა და ზურა ტყემალაძესთან ერთად იასპარეზა. ATP CUP-ზე წყვილთა თანრიგის მატჩი მან ზურა ტყემალაძესთან ერთად ითამაშა, სადაც უსწრაფესი ჩაწოდება 221 კმ/სთ-ით შეასრულა.
2022 წელს, კარიერაში პირველად ITF-ის მამაკაცთა ტურნირი მოიგო. 20 წლის ქართველი ჩოგბურთელი, ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში გამართული ITF-M15 (საპრიზო ფონდი 15,000 აშშ დოლარი) ტურნირის გამარჯვებული გახდა. მან ფინალურ შეხვედრაში სამხრეთკორეელი ჩოგბურთელი იუსინგ პარკი ორ სეტში 6-4, 6-4 დაამარცხა.[1]
ამ ტურნირზე გამარჯვებით, საბა ფურცელაძე ATP რეიტინგში საგრძნობლად დაწინაურდა და 1066-ე პოზიციიდან 753-ეზე გადაინაცვლა — ამჟამად, მის ანგარიშზე ATP რეიტინგში 26 სარეიტინგო ქულაა.[2]