საბრძოლო მოქმედებები ეწოდება შეიარაღებული ძალების ყველა სახეობათა ნაწილების,შენაერთების და გაერთიანებების ორგანიზებულ მოქმედებებს, რომლებიც მიმართულია მათ წინაშე მდგარი საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად. საბრძოლო მოქმედებათა ძირითად სახეობებს წარმოადგენს თავდაცვა და შეტევა, რომლებსაც აწარმოებენ ოპერაციის, შეტაკების, ბრძოლის და დარტყმის ფორმით როგორც ხმელეთზე, ასევე ჰაერში და ზღვაზე.