სადეჰი იეროგლიფებში | |||
|
სადეჰი — ძველი ეგვიპტის დედოფალი, XI დინასტიის ფარაონის მენტუჰოტეპ II-ის მეუღლე. მისი სამარხი და პატარა დეკორაციული სამლოცველო აღმოაჩინეს დეირ-ელ-ბაჰრში, მისი ქმრის სატძრო კომპლექსში, მთავარი ნაგებობის უკანა მხარეს, სხვა ხუთი ქალბატონის - აშაიეტის, კავიტის, კემსიტის, ჰენჰენეტის და მაიეტის სამარხების გასწვრივ. მათი უმრავლესობა ჰასორის ქურუმები იყვნენ, ანუ შესაძლებელია, რომ ისინი იყვნენ ქალღმერთის კულტის ნაწილები. ასევე შესაძლებელია, რომ ისინი იყვნენ დიდებული მეფის ქალიშვილები.
მისი ტიტულები იყო: „მეფის საყვარელი ცოლი“, „მეფის ორნამენტი“ და „ჰასორის ქურუმები“.