საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია (ინგლ. Community-oriented policing) — თემზე, უბანზე მიმართული პოლიციის მუშაობის სტრატეგია, რომელიც ფოკუსირებულია მოსახლეობასთან კავშირის დამყარებასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე. საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის მუშაობა მოსახლეობასთან წარმოადგენს სრული პერსონალიზებული პოლიციის მუშაობის იდეას, როცა ერთი და იგივე პოლიციის ოფიცერი მუდმივად ახორციელებს პატრულირებას და მუშაობას ერთსა და იმავე ტერიტორიაზე, დეცენტრალიზებული ადგილიდან, პრაქტიკულად მუშაობს მოქალაქეებთან პრობლემების განსაზღვრისა და გადაჭრისთვის.[1]
მოსახლეობასთან საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის მუშაობის ძირითადი მიზანი ისაა, რომ პოლიციამ კავშირი დაამყაროს მოსახლეობასთან ადგილობრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოების წევრებთან ურთიერთქმედების გზით, პარტნიორობისა და სტრატეგიების ჩამოყალიბებით, დანაშაულისა და წესრიგის დარღვევის შესამცირებლად.[2][3][4][5][6][7] მართალია, მოსახლეობასთან საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის მუშაობა დაბალი დონის დანაშაულსა და წესრიგის დარღვევაზეა ორიენტირებული,[8] მაგრამ გატეხილი ფანჯრების თეორია ითვალისწინებს, რომ ამას ასევე შეუძლია სერიოზული დანაშაულის შემცირებაც.[9]
მოსახლეობასთან საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის მუშაობა დაკავშირებულია პრობლემებზე ორიენტირებულ უბნის პოლიციის მუშაობასთან და მოკვლევაზე დაფუძნებული პოლიციის საქმიანობის ორგანიზებასთან და განსხვავდება რეაქციული საპოლიციო საქმიანობის სტრატეგიებისგან, რომლებიც XX საუკუნის ბოლოს დომინირებდა.[10] ის არ გამორიცხავს რეაქციული საპოლიციო საქმიანობის საჭიროებას, თუმცა წარმატებულ პრევენციას შეუძლია ამ უკანასკნელის საჭიროების შემცირება. პოლიციის მრავალ ქვედანაყოფს ჰყავს ჯგუფები, რომლებიც კონკრეტულად ფოკუსირებულია მოსახლეობასთან საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის მუშაობაზე, როგორიცაა, უბნის პოლიციის ჯგუფები გაერთიანებულ სამეფოში, რომლებიც განცალკევებულია უფრო მეტად ცენტრალიზებული ერთეულებისგან, რომლებიც რეაგირებენ საგანგებო შემთხვევებზე.
ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწის რობერტ პილის იდეები პოლიციის მუშაობასთან დაკავშირებით ზოგჯერ მიჩნეულია მოსახლეობასთან საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის მუშაობის წინამორბედად.[11][12]
ტერმინი „საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის მუშაობა მოსახლეობასთან“ ხმარებაში შემოვიდა XX საუკუნის ბოლოს[13] და შემდგომში, მხოლოდ საპოლიციო ორგანიზაციის წინამორბედი ფილოსოფიის პასუხად. ზოგიერთმა ავტორმა მოსახლეობასთან საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის მუშაობის ძირითადი ღირებულებები დაუკავშირა რ. პოლის გარკვეულ პრინციპებს. ეს პრინციპები ითვალისწინებდა იდეებს, რომ პოლიციას უნდა ჰქონოდა ‘საზოგადოებასთან თანამშრომლობისა“ და დანაშაულის პრევენციის პრიორიტეტიზაციის მცდელობა.[14]
XX საუკუნის დასაწყისში, ავტომობილების, ტელეკომუნიკაციების გაჩენამ და სუბ-ურბანიზაციამ პოლიციის მუშაობის ტრანსფორმაცია მოახდინა. პოლიციამ დაიწყო რეაქციული სტრატეგიის გამოყენება პროაქტიული მიდგომის სანაცვლოდ და ფოკუსირებული იყო გამოძახებებზე შეძლებისდაგვარად სწრაფ რეაგირებაზე და დანაშაულის შესაჩერებლად ეყრდნობოდა საავტომობილო პატრულს. ზოგიერთმა პოლიციის ქვედანაყოფმა, მაგალითად, ჩიკაგოს პოლიციის დეპარტამენტმა, ოფიცრების როტაცია დაიწყო სხვადასხვა უბნებში, კორუფციის პრევენციის მიზნით და ამის შედეგად, ქვეითი პატრული იშვიათი გახდა. ამ ცვლილებებმა მნიშვნელოვნად შეცვალა პოლიციის მუშაობის ხასიათი მრავალ უბანში.[15]
1960-იანი წლებისთვის, მრავალი ქვეყანა, მაგალითად, აშშ, ეძებდა გზებს პოლიციურ ძალებსა და რასობრივ უმცირესობებს შორის ურთიერთობის გამოსასწორებლად.[16] მაგალითად, 1967 წელს, პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა დანიშნა „ცისფერი ლენტის“ კომიტეტი საზოგადოების წევრების მხრიდან პოლიციის მიმართ აშკარა უნდობლობის შესასწავლად, განსაკუთრებით რასობრივი კუთხით. მომზადებული ანგარიშით, პრეზიდენტის სამართალდაცვისა და სამართლის აღსრულების კომისიის მიერ შეთავაზებულ იქნა ახალი ტიპის პოლიციის ოფიცრის ჩამოყალიბება, რომელიც იმოქმედებდა, როგორც მოსახლეობასთან ურთიერთობის წარმომადგენელი და იმუშავებდა სამართალდამცავ ორგანოებსა და უმცირესობის წარმომადგენლებს შორის კავშირის ჩამოსაყალიბებლად.[17] გარდა ამისა, კანზასის პრევენციული პატრულის ექსპერიმენტმა წარმოადგინა მტკიცებულებები იმისა, რომ უმიზნოდ მოძრავი საავტომობილო პატრული არ წარმოადგენდა დანაშაულის შეჩერების ეფექტურ საშუალებას.[18] ანალოგიურად, 1981 წლისთვის, აშშ საპოლიციო ფონდის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პოლიციის ოფიცრები იმდენად დიდ დროს ხარჯავდნენ რეაგირების მოვალეობებზე და მანქანებში, რომ ისინი იზოლირებული გახდნენ მოსახლეობისგან.[19]
საზოგადოებაზე ორიენტირებული მრავალი პოლიციური სტრუქტურა ფოკუსირებულია ოფიცრების განაწილებაზე კონკრეტულ ტერიტორიაზე, რომელსაც ეწოდება „სამოქმედო ტერიტორია“[20] და ეს ოფიცრები ამ ტერიტორიას ეცნობიან „სამოქმედო ტერიტორიის პროფილირების“ პროცესის საშუალებით. შემდეგ ოფიცრებს ასწავლიან, თუ როგორ უნდა შეიმუშაონ კონკრეტული საპატრულო სტრატეგიები ამ უბნისთვის დამახასიათებელი დანაშაულის ტიპებთან საბრძოლველად.[21]
მოსახლეობასთან საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის მუშაობის საერთო მეთოდები მოიცავს შემდეგს:[21]
პოლიციის ტრადიციული მუშაობის მიზანია კანონმორჩილი მოქალაქეების დაცვა კრიმინალებისგან. ისინი ამას აკეთებენ კრიმინალების იდენტიფიცირებითა და დაშინებით, მათი მსჯავრდებისთვის საკმარისი მტკიცებულებების მოგროვების პარალელურად. ტრადიციული საპატრულო ოფიცრების მოვალეობაა ინციდენტებზე სწრაფი რეაგირება და საგანგებო ზარებზე შეძლებისდაგვარად სწრაფად პასუხი. ცვლებში მომუშავე ბევრ ოფიცერს მხოლოდ საგანგებო ზარებზე რეაგირების დრო აქვს. ამ ტიპის პოლიციის მუშაობა მნიშვნელოვნად არ აჩერებს და არ ამცირებს დანაშაულს; ის უბრალოდ წარმოადგენს ქრონიკული პრობლემის დროებით მოგვარებას, როცა ოფიცრებს ხშირად ურეკავენ, რათა დაუბრუნდნენ ერთსა და იმავე საკითხს და პირებს.[22][23][24]
მეორე მხრივ, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის მუშაობის მთავარი მიზანია საზოგადოებისთვის დახმარების გაწევა უსაფრთხო, მოწესრიგებული სოციალური გარემოს ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაში. უბნის პოლიცია ახდენს იმ დანაშაულებათა გახსნას, რომლითაც შეშფოთებულია მოსახლეობა, მოსახლეობასთან მუშაობითა და მისგან მხარდაჭერის მიღებით. ყველაზე ეფექტური საშუალებები მოიცავს დიალოგს პოლიციას, სამთავრობო რესურსებს, მოქალაქეებსა და ადგილობრივ ბიზნესებს შორის მოსახლეობის პრობლემების მოსაგვარებლად. პოლიცია მოსახლეობასთან კომუნიკაციას სხვადასხვა გზით ახორციელებს, გამოკითხვებისა ან კვლევების, საქალაქო შეხვედრების, ზარების პროგრამების და ინტერესთა ჯგუფებთან შეხვედრების ჩათვლით. ისინი იყენებენ ამ კავშირებს იმის გასაგებად, თუ რა სურს მოსახლეობას თავისი პოლიციის ოფიცრებისგან და რისი გაკეთება სურს მოსახლეობას დანაშაულების პრობლემის მოსაგვარებლად. [25]