მშობ. სახელი: ინგლ. Sakar Island | |
---|---|
კუნძულები: უმბოი — დასავლეთით, ახალი ბრიტანეთი — აღმოსავლეთით და საკარი — ჩრდილოეთით. | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 5°24′50″ ს. გ. 148°05′40″ ა. გ. / 5.41389° ს. გ. 148.09444° ა. გ. |
ფართობი | 30 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 992 მ |
პაპუა-ახალი გვინეა | |
რეგიონი | მომასე |
პროვინცია | მორობე |
საკარი (ინგლ. Sakar Island) — კუნძული წყნარ ოკეანეში. მდებარეობს პაპუა-ახალ გვინეაში. ადმინისტრაციულად შედის მომასეს რეგიონის მორობეს პროვინციაში. კუნძულის ფართობი შეადგენს 30 კმ²-ს.
ელიპტიკური ფორმის კუნძული (9 კმ 7 კმ-ზე). კუნძული ამოწეულია ზღვის ფსკერიდან 2500 მეტრით და 200 მეტრ სიღრმეზე მიერთებულია წყალქვეშა კედლით კუნძულ უმბოისთან. კუნძულის საფუძველი აგებულია ავგიტური ბაზალტებით, ხოლო მისი ზედა ნაწილი — ლაბრადორიტული ბაზალტებით. ვულკანური კრატერი, დიამეტრით 1,5 კმ, შევსებულია ტბით, კუნძულის სამხრეთ ნაპირზე არსებობს ცხელი წყაროები. ვულკანური კუნძული ჩამოყალიბდა იმავე დასახელების ვულკანისაგან, ბისმარკის ზღვაში. ჩამოყალიბების სავარაუდო დროა — ჰოლოცენის ეპოქა.