სალარ-დე-არისარო | |
---|---|
![]() სალარ-დე-არისარო და კონუსი კონო-დე-არიტა | |
კოორდინატები: 24°43′22″ ს. გ. 67°44′16″ დ. გ. / 24.723000° ს. გ. 67.738000° დ. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | სალტის პროვინცია |
სიმაღლე | 3460 მ |
ფართობი | 1600 კმ² |
სიგრძე | 100 კმ |
სიგანე | 50 კმ |
სალარ-დე-არისარო (ესპ. Salar de Arizaro) — მარილიანი ქვაბული ჩრდილო-დასავლეთ არგენტინაში, სალტის პროვინციაში. მდებარეობს ანდებში, პუნა-დე-ატაკამის ცენტრალურ-დასავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 3460 მ სიმაღლეზე. მაქსიმალური სიგრძე 100 კმ, სიგანე 50 კმ, ფართობი 1600 კმ².[1] სალარ-დე-არისარო ფართობით მარილიან ქვაბულებს შორის მსოფლიოში რიგით მე-6 ადგილზეა[2]. სამხრეთ განაპირა ნაწილში აღმართულია იდეალური ფორმის მქონე კონუსი კონო-დე-არიტა (147 მ). სალარ-დე-არისაროს ფარგლებში მოიპოვება მადნეული და არამადნეული წიაღისეული, მათ შორის მარილი, მარმარილო, რკინა, სპილენძი და ონიქსი.[3] სიახლოვეს მდებარეობს სხვა მარილიანი ქვაბულები: სალარ-დე-ანტოფალია, სალარ-დე-ომბრე-მუერტო, პოტიკოსი და სალინას-გრანდესი. მარილიან ქვაბულს შუა ნაწილში კვეთს სალტა–ანტოფაგასტის რკინიგზა.[4]